მოკლედ, როგორც იქნა მოვიცალე და შემიძლია, მშOბიარობაზე ჩემი ტკბილი მოგონებები გაგიზიაროთ

ეს ამბავი ზუსტად ერთი კვირის წინ მოხდა....
მოკლედ ტკივილები მშობიარობამდე დიდი ხნით ადრე დამეწყო, წელი და მუცელი დაახლოებით ოთხი კვირით ადრე ამტკივდა, ხოდა სულ მეჩვენებოდა რომ მშობიარობა დამეწყო, ჩემები უკვე ისე მიეჩვივნენ, რეაქცია აღარ ქონდათ. მაგრამ წინა ორშაბათს რაღAც ნიტოდ ვიგრძენი თავი და ავიჩემე, სოსოსთან წავიდეთ მეთქი.
რომ მივედი ორ თითზე აღმოვჩნდი გახსნილი, სახლშI გამომაბრუნა, ხვალ დილას მოდი 10 საათზე, წესით დილით უნდა იმშობიაროო, მეც დამშვიდებული წამოვედი ა კი გახსოვთ, მთელი დღე ფორუმზე ვპოსტავდი და ძალიან ვხალისობდი. საღამოს 10 საათამდე არც არფერს შევუწუხებივარ, მერე კი სისხლიანი გამონადენი მქონდა, ტკივილმა მომიმატა და ოდნავ წყლებიც დავღვარე...
თუმცა ისევ არავინ მიჯერებდა, რომ რამეს ვაპირებდი
სანამ ყვირილი არ დავიწყე დროზე წამიყვანეთ მეთქი, არავინ მომაქცია ყურადღება.
სამშობიაროშI რომ მივედი მორიგე ექიმმა გამსინჯა და უკვე სამ თითზე ვიყავი გახსნილი, სასწარაფოდ გაუტკივარება მოვითხოვე და სოსოს მოსვლამდე უპრობლემოდ გამიკეთეს.
ამასობაში ჰერაში რაღაც საოცრება მოხდა 5 ს დაგვეწყო ერთდროულად მშობიარობა და ერთ სამ მშობიარობას პირადად ვუყურე
მოკლედ გაუტკივარების წყალობით ჭინთვების დაწყებამდე არაფერი გამიგია, ნახევრად კაიფში ვიყავი და წყლებს ვასხავდი შადრევანივით. ამასობაში ერთი ბავშვში დაიბადა, სადღაც პირველის ნახევარზე ჭინთვები დამეწყო, ექიმმა ფეხზე დამაყენა და ნახევარი საათი ასე უნდა იჭინთოო, არადა ჭინთვების დროს გაუტკივარება თიტქოს არც მქონდა რაღაც საშინელი ტკივილები დამეწყო. თან ფეხები მეკეცებოდა. სიწმრისგან სამშობიარო მაგიდა სულ დავკბინე, როგორ იქნა მაგიდაზე ამიყვანეს და სოსომ კატეგორიულად გამაფრთხილა მხოლოდ მაშინ გაიჭინთე,როცა მე გეტყვი და არ იკივლო, თორემ ჩაიხევიო. ჩახევის ისე შემეშინდა მისი მითითებების შესრულება დავიწყე, თან ხმამაღლა ვტიროდი. საბოლოოდ მაIშნ გავგიჟდი, როცა ექიმის ბრძანებით ექთნებმა ფეხები თავზე შემომაწყვეს და გამომიცხადეს ახლა სამჯერ ძალიან მაგრად უნდა გაიჭინთოო და არ შეისუნთქო, თორემ ბავშვი ისევ ზევით ადისო.
ძალიან ვეცადე და ორი გაჭინთვის მერე ვიგრძენი რომ უკვე გამოდიოდა და მესამედაც რომ გავიჭინთე მივხვდი დაიბადა.
პირველი რაც დავინახე მის კისერზე მოხვეული ჭიპლარი იყო, სასწრაფოდ მოხსნეს და ჭიპლარი არც გადაუჭრიათ ისე დამაწვინეს გულზე.
აი, მაშინ რომ განვიცადე, იმ გრძნობის გადმოცემა ყოველთვის გამიჭირდება სიტყვებით. ისეთი თბილი იყო, ისეთი... თან მთლიანად ცახცახებდა, რაღაც საოცარი ეიფორია დამეუფლა, ვეფერებოდი და ყველას ვეუბნებოდი, შეხედეთ რა ლამაზია, ჩემი პატარა დაიბადა მეთქი.
ექიმები ღიმილს ვერ იკავებდნენ.
მაგრამ შემდეგ ისევ ცუდად გავხდი, მომყოლის დაბადება ძალიან გამიჭრდა დაახლოებით ორ საათს მოვუნდი, ჰერას ნთელი მედპერსონალი ჩემს მუცელზე ხტუნაობდა, ბოლოს გაკერვა დამჭირდა ნახეთქების გამო და გამომფხიკეს კიდეც, მაგრამ ტკივილი არ მიგვრძვნია.
მოკლედ რომ მეგონა ,ყველაფერი მორჩა, უცებ მივხვდი, რომ გონებას ვკარგავდი, თან საოცარი კანკალი ამიტყდა... ხელფეხი ისეთ დღეში ჩამივარდა, ვძლივს მაკავებდნენ მაგიდიდან რომ არ გადმოვარდნილიყავი. წნევა გამიზომეს, მაგრამ ნორმაში მქონდა მოკლედ ანესთეზიის და ძლიერი სტრესის ბრალიაო, მაგრამ ეს მდგომარეობა ერთ საათს გაგრძელდა, ხოდა ვიფიქრე ახლა კი ნამდვილად ვკვდები მეთქი, მერე ჩემი ბუბუს სახე გამახსენდა და ერთადერთი რაც მოვიფიქრე, ჩუმად მამაო ჩვენოს ჩურჩული დავიწყე და ღმერთს ვთხოვდი, ჩემი ბედნიერება ასეთი ხანმოკლე არ ყოფილიყო...
აშკარად მისმინა