მოკლედ გუშინ გამოგვწერეს მე და ჩემი წრიპა ლიზიკო სამშობიაროდან და მოგიყვებით რა როგორ იყო
ხომ გახსოვთ როგორ დიდი ამბით ველოდებოდი შაბათის მოსვლას, ჩემი ქმარი ბავშვს ნათლავდა და რესტორანში ვაპირებდი წასვლას
ძლივს დავიძინე და სადღაც 3 საათზე ვიგრძენი რომ წელი მეტკინა
და რომ დაუკვირდი მივხვდი რომ მოვლითი ტკივილები მეწყებოდა
ოღონდ 10 წუთში ერთხელ და ისიც ტკივილი 30 წამი გრძელდებოდა და მერე ისე ვიყავი თითქოს არც მტკენია არაფერი
ჩემ ექიმს დავურეკე ეგრევე და დამცინა ჯერ რა დროს შენი აქ მოსვლაა იყავი სახლში და ტკივილები სამ წუთში ერთხელ რომ გექნება მერე დამირეკეო
მანამდე შევედი აბაზანაში თბილი დუშის ქვეშ ვინებივრე და ეს ჩემი პანიკიორი ქმარი გავარდა და ჩემი დედამთილი გააღვიძა
არა და გავაფრთხილე რომ ჯერ ადრეა და არ გააღვიძო მეთქი
გამოვედი აბაზანიდან და ჩემი დედამთილი ჩაცმული "დაჟე" სუნამოდასხმული დგას ჩანთით ხელში და ჰა წავედითო?

არა ჯერ ადერა მეთქი მოკლედ ჩემი დედამთილი ისე განიცდიდა თითქოს თვითონ მშობიარობდა

დილით ასე 7 საათისთვის დავურეკე ისევ და მიუხედავად იმისა რომ 7 წუთში ერთხელ მივლიდა მოვატყუე 3 წუთიანი ინტერვალ;ებით მტკივა და თან მაგრად მეთქი და კაი წამოდიო
მივედი სადღაც დილის 8 საათი იქნებოდა, გამსინჯა მორიგე ექიმმა და მითხრა 2 თითზე ხარ გახსნილიო, ჩამაცვეს პერანგი და გამიშვეს ბლოკში, სადაც ლოგინი იყო და იქ წამოვწექი და ველოდებოდი როდის დამეწყებოდა "აუტანელი " ტკივილები, ჩემ წინა ბლოკში იწვა ვიღაც გოგო რომელიც ასევე 2 თითზე იყო გახსნილი და იკლება წივილ-კივილით იქაურობას
აუ ისე მომეშალა ნერვები კინაღამ შეუარდი რა მე ჩემი გაჭირვება არ მყოფნიდა კიდევ იმისი კივილისთვის რომ არ მესმინდა
თან ისე მოთქვამდა შევწუხდი,
ამ დროს მეც მტკივა მაგრამ ჩემი ექიმის შიშით ხმას როგორ ამოივიღებდი
გამაფრთხილა იცოდე ხმას ამოიღებ და მოგკლავო
პატარა ბავშვი ხომ არ ხარ იკივლოო თან მითხრა იცოდე იკივლებ და ჩიხევიო მე კიდევ ისე მეშინოდა ჩახევის მთელი მშობიარობბა ერთი ხმა არ ამომიღია
სდღაც 11 საათზე უკვე სამ თითზე ვიყავი გახსნილი მაგრამ ტკივილები ისე რა მქონდა მაინც
მერე ირაკლიმ ძალიათ დამირღვი ბუშტი და აი მაშინ დამეწყო რაც დამეწყო, მეგონა საიქიოში მიმქონდა წერილი
ამ დროს გავაფრთხილე ჩემი ქმარი ძალიან ცუდად ვარ და დედაჩემი არ ამოუშვათ მეთქი, მაინც მძიმეა დედისთვის იმის ყურება როგორ იტანჯება შვილი
მაგრამ ამის თქმა იყო და დედაჩემიც შემოვიდა (დედაჩემი იქ რომ არ ყოფილიყო მართლა მოვკვდებოდი, მთელი ტკივილების მანძილზე წელზე მისვა ხელები მეფერებოდა)
მე კიდევ ისე მტკივა რომ ლამის კედლებზე ავიდე
საბედნიეროდ ეს საშინელი ტკივილები დიდხანს არ გაგრძელებულა და რომ გამსინჯა უკვე სრული გახსნა მქონდა
ამიყვანეს კიდეც სავარძელზე და ორის 10 წუთზე ჩემი წრიპაც გამოძვრა,
უყურებდი და არ მჯეროდა რომ ეს პატარა არსება მე გავაჩინე, დედაჩემს გავხედე და ისე ცხარე ცრემლებით ტიროდა გული ამეწვა.
ეგრევე დამაწვინეს ლიზი გულზე, ისეთი თბილი იყო ისეთი პატარა და უკვე თვალებს აბრიალებდა თითქოს გვათავლიერებდა ყველას.
მართალია ძალიან ადვილად გავაჩინე, მაგრამ ყელის გახსნის პროცესი იყო კოშმარი
გავაჩინე ყოველგვარი გაყუჩების გარეშე
არანაირი ნაკერი, არც ჩახევა და არც ნახეთქი არ მქონია
მომყოლიც ეგრევე გამოყვა ბავშვს
აი ასე დაიბადა ჩემი ლიზი, რომელიც კოპიო მამიკოა და ვიძახი ტყუილად ვიწვალე 9 თვე მეთქი

ეხლა უკვე სახლში ვართ და სამშობიაროშივე 150 გრამი მოიმატა
პატარა გოჭია სულ ძუძუ უნდა
მე კიდევ იმდენი რძე მაქვს თავი მეწველი ძროხა მგონია