მაშინ რაჭველებს რაღა ვუთხრა :ქვე შენი ჭირიმე : D
* * *
რომ ვთხოვდებოდი, მაღაზიაში მასწავლიდნენ საჭმელების კეთებას, ჩემს ქმარს ვეპრანჭებოდი, რა მაგარი მზარეული ვიყავი : LOL::
მეხორცე ხორცეულის კეთებას მასწავლიდა, აქეთ ქალი ცომეულს, სლათებს, იქეთ მეხილე მურაბას და ასე შემდეგ

ხოდა ეგენი რომ არა, ვერ გავთხოვდებოდი

ხოდა, ერთ დღეს მეკითხებიან, სადაური ხარო, ნუ მე შემეზარა გენეალოგიური ხის ამოზრდა და გურული თქო.
უი, საწყალი შენი ქმარიო, უცერემონიოდ

ის სადაურიაოოო?
ისევ დამეზარა გენეტიკაზე ლაპარაკი და სვანი თქო
და აბა არა უშავსო

მაშIნ რომ დამამშვიდეს, იმის მერე მასეთ რამეებზე აღარ ვბრაზდები :LOL :
უი, ერთხელ კიდე, მარშუტკაში ვართ და გურიით ვმარიაჟობ

ამ დროს ჩემდა ბედად, დაქალს ჩემი გვარი წამოსცდა..
ხოდა სად იყო და სად არა, იქ იჯდა ერთი ბოროტად განათლებული ბიძა და "შენ ძაღლზე გაცვლილო მეგრელოო"

"დადიანმა მწევრებშI გაცვალა შენი გვარიო "
მე შორს დავუჭირე ჩემი გვარი არა, ჩემი წინაპრები სამღვდელო პირები იყვნენ და მაი გაცვლილები "ია და უა" ზე მთავრდებიან თქო .
ნუ რომ ვერ დავარწმუნე, ლამაზად მიმალანძღა : D ხოდა იქნებ არ მეტყობა მაგრამ, მეოერ პროფესიით ფილოლოგი ვარ :

ხოდა შევმართე მთელი ჩემი ლიტერატურული განათლება და ენობრივი შესაძლებლობები და ამ კაცს კულტურულად ვამცნე, რო უზრდელია და თან ჯიუტი :

გაჯავრდა და არ იმჩნევს... ცმუკავს მარა ცოლის მუჯლუგუნებსაც ვერ ახტება.
მეც ომი ჯერ არ მომიგია, ასე ვგრძნობ გულში და უცებ ვეუბნები, ჩემი ქმარი ჯამბურიაა და თანაც სვანი, და თქვენი ხმა არ გავიგო მეთქი

მარშუტკა ხტოდა, იმდენი იცინა ყველამ .
ის კაცი კიდე ჩავიდა სადღაც შუა ტრასაზე
This post has been edited by kato_Bato on 11 Dec 2008, 12:07