მე ჩავსვი 8 თვისაა ეხლა მარა დაიწყო პარაზიტობააააააააა
გაზქურიდან ტაფები გამოალაგა
ტანსაცმელი გადმოყარა რომელი კარადის კარების გაღებაც შეძლო.
დადის და ყველგან სადაც შუქი ანთია აქრობს სადაც არ ანთია იქ ანთებს
სადმე რამეს მაგიდაზე თუ ნახავს ძირს ყრის
ტელევიზორს ეჩალიჩება მარა ვერ გადმოაგდო

ერთი პერიოდი დიდ თოკზე მყავდა გამობმული ჭოჭინდა და სადმე რამის გასაფუჭებლად რო მიდიოდა ჩემსკენ ვაგორებდი მარა ახლა იმ თოკის წინააღმდეგია.
ერთი კაცი უნდა უკან რო სდიოს მარა ხანდახან მაინც ახერხებს მაიუმუნობას.
თანაც ზოგიერთი რამის გამოლაგება შელაგებას არ ვუშლი.
თუ უნდა გამოყაროს ტანსაცმელი. ერთობა. მერე ისევ შევალაგებ. ეს კიდე თავის ჭიას ახარებს ამით.
მანეჟშიც ჩავსვი. ოღონდ დამჯდარ მდგომარეობაში არ ჩერდება. სულ დგას. გუშინ მანეჟის კიდეებს შემოყვა. ოღონდ ხელი ქონდა მოკიდებული.
მე ჭოჭინათი კმაყოფილი ვარ. განსაკუთრებით იმიტომ რომ გარედან რეზინები აქვს შემოყოლებული და რამეს რო ეჯახება ჯერ დიდი ხმაც არა აქვს და მერე არაფერს აფუჭებს.