natuka_raდიდი მადლობა ნატუკა, ეს არ არის დაკავშირებული ხარჯებთან, მითუმეტეს დიდ აიტურთან

მასეთი იდეა გვქონდა სიმართლე გითხრათ, მაგრამ ვიფიქრეთ თუ ამას ჩვენ გვერდზე განვათავსებდით შეიძლება სხვას, ვინც თქვენ არ გიცნობთ ეფიქრა, რომ ჩვენ ეს ყველაფერი ჩვენს სარეკლამოდ გავაკეთეთ და რეალობასთან ამას კავშირი არ აქვს.
ამის გულიზე ვწერთ, რომ თქვენი ქათინაურები ძალიან გვსიამოვნებს, აქ, ფორუმზე. იმედი მაქვს არავინ შეიტანს ეჭვს იმაში, რომ ჩვენ ამაში წვლილი არ მიგვიძღვის, გარდა იმისა რომ ვცდილობთ მაღალ დონეზე მოვემსახუროთ ჩვენს მომხმარებლებს. მიუხედავად იმისა ის უკვეთავს პატარას თუ დიდ ნივთს. ხშირად ყოფილა კონკრეტული ნივთის მიწოდება ჩენთვის წამგებიანიც კი ყოფილა, მაგრამ ეს გაგვიკეთებია იმიტომ რომ პირველ რიგში გვინდა საქართველოში დავიწყოთ იმის დანერგვა, რომ ჩვენნაირმა კომპანიებმა იზრუნონ უფრო მეტად მომხმარებლის სიამოვნებაზე ვიდრე საკუთარ ფინანსურ ზრდაზე. გვინდა, რომ თვითოეულმა ჩვენმა მომხმარებელმა იგრძნოთ, რომ ჩვენ ვართ თქვენი მადლიერი, რომ ჩვენ გვირჩევთ და არა ჩვენ ვიყოთ ამპარტავნები და მომხმარებლებს პატივი არ ვცეთ. სამწუხაროდ მე თავად ასეთ სიტუაციებში როგორც მომხმარებელი ხშირად ვყოფილვარ. ისე ქედმაღლურად გიყურებს ზოგიერთი გამყიდველი, რომ გეგონება ჩვენნაირების გადახდილი თანხებით არ არსებობდნე. შეიძლება არც გამომივიდეს, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალოს.
ბევრი ტექსტი გამომივიდა, მაგრამ ალბათ იმიტომ რომ არ ვიცი ამ ლამაზი სიტყვებისთვის მადლობა როგორ მოგიხადოთ

ვეცადე განმემარტა, რატომ არ გვინდოდა ჩვენს გვერდზე მომხმარებელთა კმაყოფილების დაწერა. შეიძლება ვცდებით კიდეც და მომავალში აზრი შევიცვალოთ

კიდევ განვმეორდები და ვიტყვი, ყველას დიდი მადლობა, ვინც ჩვენ აგვირჩია თუ უბრალოდ ჩვენი გვერდი დაათვალიერა. იმედ მოვიტოვებთ, რომ მომავალში ხშირად მოგვეცემა თქვენი მომსახურების შესაძლებლობა.