დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი რომ ბაღი უნდა გამოვიცვალოთ.
ავირჩიე იმიტომ რომ პირველი ნახვისას თვალში მომხვდა სისუფთავე, სხვასთან შედარებით კარგი დალაგებული იყო, მტვერი არსად, ხალიჩებიც არა (მე ხალიჩის წინააღმდეგი ვარ), სათამაშო ბევრი, ფართი დიდი, ინვენტარი ახალი, სახლთან ახლოს, ფასი 200 ლარი, რაოდენობა - 8 ბავშვი.
მინუსები - მესამე სართულზეა და არ არის კერძო სახლი, მაგრამ წინ სკვერი აქვს, ქუჩის პირი არ არის და ჩვეულებრივად დაყავთ კორპუსის ეზოში. ანუ ვთვლი არც ეგაა პრობლემა.
რა არ მომეწონა - რომ მივედი ინგლისური, რუსული, სიმღერა, ჭადრაკი და ცეკვაო. მეთქი რა ამბავია? ბავშვი ჯერ 3,5 წლისაა. ნუ ჭადრაკს არ ვასწავლითო, მეთქი ინგლისურიც არ მინდა. კიბატონოო. რუსულად უკვე ისედაც ბევრი სიტყვა იცოდა, ბერვი ლექსი და ბევრი სიმღერა. რაც სიარული დაიწყო (4 თვე ვატარე სულ) არც ერთი ახალი ლექსი არ მითხრა სახლში, საერთოდ არაფერი ახალი ბაღიდან არ მოუტანია. მასწავლებელმა გამომატანა სახლში ის ლექსი რომელიც უნდოდა რომ ზეიმზე ეთქვა, სახლშიც წაამეცადინეო. სად იპოვეს ასეთი მარაზმი ლექსი არ ვიცი.
სამშობლოვ ტრატა ტა ტა ტა
ბუნება შენი ტრა ტა ტა
მამულო ტრა ტა ტა ტა ტა
დედა ხარ ტრა ტა ტა ტა ტა
და ბოლოს რაღაც სტროფში ტყვილაო ეწერა და ამაზე სულ ამენთო. რა ტყვილა? ზოგმა შეიძლება იფიქროთ ატრ###სო, წინა თემაშიც იწერებოდა რა დროს გრამატიკაზე ფიქრია, როცა წერ წერეო და რაღაცეები. მე თავს შევიკავებ ჩემი შეფასებისგან რა დამოკიდებულება მაქვს როცა ადამიანი წევედი-დაჯექით, მაქ, გაქ და მასე მეტყველებს. და თან თვლის რა მოხდა და რა მნიშვნელობა აქვსო, მაგრამ რატომ უნდა ვასწავლო ბავშვს სიტყვა ტყვილა? მერე იმიტომაა დიდობაშიც ეგრე რომ მეტყველებენ და თვლიან არაფერიც არ მოხდაო.
მე ვუთხარი პედაგოგს რომ გაუჭირდა ბავშვს მაგ ლექსის დაზეპირება და რაც უკვე ნასწავლი აქვს სახლში ნება დაერთო რომ ის ეთქვა და სიხარულით დამთანხმდა. საბოლოოდ გამოვიდა, რომ თავიდან დაპირებული რუსული-ინგლისური-ცეკვა და ჭადრაკი აღმოჩნდა უბრალოდ ცრუ რეკლამა და 4 თვეში ბავშვმა არ ისწავლა საერთოდ არაფერი. აქამდე ვფიქრობდი რომ ეს ვერ ითვისებს და ეგეთიათქო, თუმცა ვიხსენებდი ბაღში წასვლამდე რა ადვილად იზეპირებდა ლექსებს და სიმღერებს. ბევრი სიმღერა თვითონ ისწავლა მულტფილმის ყურებისას და ისე იმეორებდა. მაგრამ დიდად არ დავფიქრებულვარ რომ ეს ბაღის ბრალი უნდა ყოფილიყო.
დღეს ზეიმზე დავრწმუნდი. 12 ბავშვიდან 5-მა მიიღო მონაწილეობა, დანარჩენი მაყურებლის როლში ყავდათ. ამ 5-იდან 2 პედაგოგის შვილია და ამ 5-იდან 4 ბავშვი უკვე 5 წლისაა. დანარჩენები 3-4 წლისები ეტყობა მეტ დროს მოითხოვდნენ მათგან და ვისაც ადვილად ასწავლეს, მარტო იმათ ასწავლესთქო. მე ასე ვიფიქრე. ეს ჩემი პირველი ზეიმი იყო და თუ ასე ხდება საერთოდ არ ვიცი, მაგრამ ამ ზეიმმა დიდი ფიასკოს შთაბეჭდილება მოახდინა ჩემს თვალში. თვის ბოლომდე დავტოვებ და მერე ვფიქრობ აღარ მივიყვანო. ვოტ!
This post has been edited by sati on 22 May 2010, 00:44
Все проходит — любовь, искусство, планета Земля, вы, я. Особенно я…