BeDeliciousსურამი მე შარშან რატომ დავბრაკე იცი? აი დამემოწმებიან იქ დამსვენებელი გოგოებიც. ყველა სახლის ღობესთან რომ ჩეჩმა დგას იქიდან რაც გამოედინება ჩაედინება სახლებს გასწვრივ რაც არის სანიაღვრე არხი, რომელიც წესიტ განკუთვნილია წვიმის წყლისთვის. და მტელი სურამი რომ დადის ერთადერთ პარკში იქ რომ ავედიტ მოკლედ აღმართზე ადიხარ და ქუჩა რომ თავდება და ბოლო სახლებია იწყება მტა, რომელზეც არის ეს ფიჭვები, რომლის ქვეშაც უნდა დაჯდე და ისუნთქო და მტვერი დაგეყაროს თავზე. ხოდა საქმე იმაშია რომ ამ მთაზე რომ ახვალ და ბილიკს მიუყვები უცებ გზას გიღობავს დატბორილი მასა, რომელსაც ზოგან გადაახტები, ზოგან ფიცარია დაგდებული და ისე უნდა გადახვიდე, ზოგან თითის წვერზე გაიარო და რომ გატოპავ ამ ჭაობს კი ხარ უკვე მთაზე და პალიანზე და შუაგულ "პარკში" (როცა მაგ პარკს ნახავ მაშინ მიხვდები რა სასაცილოა მას ერქვას პარკი

). ხოდა მთელი ეს დატბორვა თავისი შენაკადებით რა არისთქო გავიკვირვე ერთხელ, მითუმეტეს რომ საოცრად ყარდა მთელი ის როშა თუ რასაც ეძახიან და თურმე მთელი სურამის ფეკალიები რომ ჩაუშვეს სანიაღვრე არხებში, სად წაეღოთ ვერ მოიფიქრეს უკეთესი და ამ მთის ძირში მიუშვეს. ასე რომ, თუ გინდა ფიჭვნარის ჰაერი ისუნთქო, ჯერ ეს ყაყი უნდა გადაცურო ცხვირზე ხელმოჭერილმა.
შენი გადასაწყვეტია ეს დეტალებია თუ წვრილმანები. მაგრამ შარშან მაისში გავიცანი და იქვე დავასრულე ურთიერთობა სურამის ჰავასთან.
გაგრძელება: დღეს მანგლისში ვიყავი. როშჩის წინ გაჩერებულ ტაქსისტებთან მივედი და ვეკითხები, სადაა აქ როშჩა იქვე მინდა ბინის ქირაობათქო. აია როშჩაო და გამიშვირა ხელი წინ. შევიგინე, ძალიან მაგრად და უკულტუროდ, მაგრამ ისე ჩუმად, რომ თითქმის გულში.
ახლობელი მეუბნებოდა ბეჟუაშვილი ზედ გადააკვდა მანგლისს და ისეთი როშჩა გაგვიკეთა თავისი ატრაქციონებით რომ საზღვარგარეთიდან ივლიან მალე ტურისტებიო (ახლობელი ბეჟუაშვილის ნათესავია და ეხლა მივხვდი სინამდვილეში რა ტრაკიცაა).
მოკლედ ვნახე ყველა ქუჩაზე ყველაფერი, რაც კი სანახავი იყო. მარტო 1 სახლი ვარგოდა და 2200 დოლარს ფეხს არ უცვლის. ავიღებდი მაგ სახლს, განა არა, მაგრამ მინუსებიც რამდენია? ქვედა სართულზე მდგმური, უკანა მხარეს მდგმური, გვერდზე სახლში ხაზაიკის ოჯახი. საერთო ჯამში ეზოში 4 ოჯახის ბავშვები თავისი კრუხი ბებოებით. ეზო ვითომ დიდი, მაგრამ ნახევარზე ბეტონია დასხმული, რატომ?
დანარჩენ მანგლის ვეკითხებით - ტვალეტი და ცხელი წყალი რომ სახლში ქონდეს ეგეთ სახლს ვეძებთ.
პასუხი #1. - ტვალეტს სახლში რა უნდა?
პასუხი #2. - თორემ საკუთარ სახლში რომ ხარ მაშინ რა, ყოველდღე ბანაობ?
პასუხი #3. - ეს 2 წელია რაც დამსვენებლებმა ტვალეტის და ცხელი წყლის მოთხოვნა დაიწყეს. სად იყო მანამდე ასე. როგორც იყო ისე მოდიოდნენ და კი იყვნენ კმაყოფილები. ახლა ყველას ტვალეტი და ცხელი წყალი უნდა. ასეთი პრეტენზიული დამსვენებელი სიმართლე გითხრა გენაცვალე მეთვითონ არ მინდა და არც შემოუშვებ მაგისთანას სახლში!

რაც კარგი სახლია აგარაკია. არის რამდენიმე ნორმალურიო, მაგრამ უკვე გაქირავებული. რაც დარჩენილია დღეს მანგლისში მარტო ეგ 1-ია ტავლეტიანი და ვფიქრობ გადავიხადო 2200 დოლარი 15 სულიან ეზოში? თან ლოგინიდან დაწყებული თეფშით და ჭიქით დამთავრებული მე უნდა ვზიდო ყველაფერი. მარტო კედლებში ვიხდი ამხელა თანხას და ჰაერში, რომელიც მეგონა რომ უფასოა
3 სართულიანი ლამაზი სასტუმრო შენდება. ძალიან პატარა აივნებით, მაგრამ შიგნით ალბათ ყველაფერი სუფთად და ლამაზად იქნება, მაგრამ ჯერ მხოლოდ შენდება

ამაღამ თუ კიდევ რამე სიახლე არ შემატყობინეს წავალ წაღვერში. უცხოვრებელი ბინა. გუშინ დამთავრებული რემონტით, ეზოში შეზლონგებით, 3000 ლარი. მაგაზე უკეთესი არაფერი შემხვდა სხვაგან. კახეთის გარდა მოვიარე მთელი საქართველო. უბრალოდ წაღვერი მეშორებოდასავით.
აბასთუმანსაც ვერ ვრისკავ, 2 ბავშვით ამსიშორეზე. მეშინია, სულ მგონია რომ შეიძლება ექიმი დამჭირდეს და ჩამოსასვლელი გავხდე. ალბათ ამდენმა ავადმყოფობამ წლის მანძილზე დამაკომპლექსა
bancala Все проходит — любовь, искусство, планета Земля, вы, я. Особенно я…