ok.მოგიყვებით ოღონდ არ იფიქროთ ამ გოგომ გარეკაო

,სინამდვილეა და მე გადამხდა

რაჭაში მაქვს გატარებული მთელი ბავშვობა კერძოდ ნიკორწმინდაში და არასდროს მეშინოდა არც დღე არც ღამე მარტო სიარული,მითუმეტეს რომ ჩემი სახლი ტყესთანაა ახლოს.
ახალი ჩასული ვიყავით მე და ჩემი ბავშვები,ხოდა ჩემმა მეგობარმა მითხრა ჩემს ეზოში ვიღაც დადისო ღამ-ღამობითო ,ფანჯარაზე აკაკუნებსო და სახლს გარშემო უვლისო ყოველ ღამეო 12 ტის მერეო.ვუთხარი ალბათ ძაღლია -თქო.
ერთ საღამოს 12სთ იქნებოდა მე და ჩემი ნათესავი აივანზე ვისხედით.უცბათ ატყდა საშინელი ხმაური ქვების სროლა,ბრახა-ბრუხი,ვიფიქრეთ სეტყვა დაიწყოო,უცბად რკინის ღობეზე რაღაც გადმოხტა(ეხლაც ჟრუანტელი მივლის რომ მახსენდება)და საოცარი სისწრაფით გაჩნდა აივნის ქვევით სადაც ჩვენ ვისხედით,იყო შავი დაბალი ,ბანჯგვლიანი რაღაც,რომელსაც თვალები ლურჯად უნათებდა და საშინელ ხმას გამოსცემდა(თითქოს მაიმუნს გავდა),და ეს რაღაც ამოხტა აივანზე და ალბათ ღმერთმა დაგვიფარა რომ სახლში შესვლა მოვასწარით,და კარს მოაწვა მაგრამ არა ისე ვთქვათ როგორც ადამიანი აკეთებს .არამედ უფრო კარის ქვედა მხარეს და ძლიერად.მთელი ძალით ვაწვებოდით და ღმერთს ვთხოვდით შველას.ერთი მოაწვა და უცბად ისევ ატყდა ლეწვა-მტვრევის ხმა ,ეხლა უკვე მეზობლის ეზოში.მერე ის გოგო მირეკავს და მეუბნება ჩემთანაა ეხლაო .
ატყდა ერთი ამბავი გამოვიდა მთელი სამეზობლო გამოვიძახეთ პატრული(პატრულში რომ დავრეკეთ ოპერატორმა გვითხრა იგივე შემთხვევა მოხდაო გვერძე უბანშიო და პატრულს დაელოდეთ მოვაო).მოვიდა პატრული მაგათ ეჭვი ქონდათ ერთ ლოთ კაცზე,ალბათ გოგოებს აშინებსო.მე რომ ვუთხარი ადამიანი არ იყო თქო,დამცინეს,მაგრამ ეხლა გავიგე რომ თვითონ პატრულსაც დაუნახავს(სხვა სოფელში) დარაჯობის დროს გაკიდებიან მაგრამ ვერ დაწევიან იმდენად სწრაფია და თან ნაკვალევი არ აქვს,მერე მეძებარი ძაღლები მიუქსევიათ მაგრამ,ძაღლები საშინლად შეშინებულები და აწკმუტუნებულები დაბრუნებულან ერთ წუთში. ისეთივე აღწერა ყველამ ვინც დაინახა ,როგორსაც მე ვამბობდი თავიდან.ხო და ძირითადად ისეთ სახლებში დადიოდა სადაც ბავშვები იყვნენ.საშინელებათა ფილმში მეგონა თავი

ზოგი რას ამბობს ზოგი რას,მაგრამ ზუსტად არავინ არ იცის რა არის.არაადამიანური და საშინელი რამე კია.იმედი არც მაქვს რომ პატრული დაიჭერს.
ძაან ცუდად ვიყავი ფსიქიურად მეც და ის გოგოც,შიშები დღემდე მაქვს.და ღამე საერთოდ მართო ვეღარ ვჩერდები