ვეძებე და ვერ ვნახე ასეთI თემა, თუ არსებობს, მაშინ გთხოვთ დახუროთ ან გადაითანოთ
რამოდენიმე დღის წინ , შევიძინე ჯურნალი, სადაც ჩასახვიდან დაბადებამდე არის ახსნილი თითქმის ყველაფერი.
დარწმუნებული ვარ , ახალბედა ორსულებს დააინტერესებთ, ამითომ გადავწყვითე თქვენთვისაც გამეზიარებინა.
შევეცდები გადავთარგმნო და ზუსტად გადმოვცე ის რაც სინამდვილეში ხდება
ფოტოების ხარისხი დაბალია, რადგან სკანირება გავუკეთე.
3 კვირიდან 5 კვირამდე...1. სპერმატოზოიდი ისეთ ნივტიერებას შეიცავს , რომელსაც შეუძლია გაარღვიოს კვერცხუჯრედის გარე საფარი, რის შედეგადაც შეაღწევს კვერცხუჯრედში. ამის შემდეგ სპერმატოზოიდს კუდი ძვრება და თავი უდუდდება, ის ერევა კვერცხუჯრედს და მათი ერთობლიობა შექმნის ერთ უჯრედს.
2. უჯრედი თითქმის მაშინვე იწყებს გაყოფას , დაუყვება ფალოპის მილს და გზადაგზა მეთ და მეთ უჯრედად იყოფა.
4. განაყოპიერებიდან, დაახლოებით მე4 ე დღეს კვერცხუჯრედი აღწევს საშვილოსნოს ღრუს.ის დაახლოებით 100 უჯრედისაგან შემდგარი ბურთულაა, რომელსაც სითხით სავსე ცენტრი აქვს. მომდევნო რამოდენიმე დღეს ბურთულა საშვილოსნოში დაცურავს..
5. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი დაახლოებით მესამე კვირის ბოლოს , საშვილოსნოს რბილ, ცქელ კედელზე მიმაგრდება, ამას იმპლატანცია ეწოდება. როდესაც კვერცხუჯრედი საიმედოდ მიემაგრება საშვილოსნოს, ჩასახვა დასრულებულია .
ემბრიონის გარე ღრუბელივით საცეცები კედელში იფლობა და დედის სისხლძარღვებს უერთდება. აქედან პლაცენტა წარმოიქმნება.

მე 4 ე კვირა
ჯერ კიდევ არ აქვს ყველა ორგანო და კარგად ჩამოყალიბებული, მაგრამ შენს შვილს, რომ არც იცოდე რომ არსებობს, ___ უკვე აქვს გული.
პროპორციულად ის გაცილებით დიდია, . მიუხედავად იმისა რომ ემბრიონი 6 მმ ზომისაა, მას უკვე მარტივი აგებულობის პატარა ტვინიც აქვს

მე 5 ე და მე 6 ე კვირები
ემბრიონი სითხით სავსე პარკში ტივტივებს, აქვს მართივი აგებულობის ხერხემალი და ნერვიული სისტემა,. თავზე უჩნდება 4 პატარა ფოსო, რომლებიც შემდეგში ბავშვის თვალებად და ყურებად გარდაიქმნება .
აქვს პირისა და ყბის ჩანასახი.
უვითარდება მუცელი და გულმკერდი.გულმკერდის წინ, დიდ ბორცვად ჩანს გული

კვირის ბოლოს , ფეთქვას დაიწყებს, ყალიბდება სისხლძარღვთა სისტემა და ვითარდება ოტხივე კიდურის ჩანასახი. ყოველ დღე იზდება 1 მილიმეტრით
მე 7 ე კვირა
დიდი თავი გულმკერდზეა მიბჯენილი .ყალიბდება სახე, თუმცა თვალები ჯერ ისევ გვერდზეა განლაგებული, კანქვეშ , რომელიც თვალებს ფარავს, შავი წერთIლებივით შეინიშნება. გამოკვეთილად ჩAნს ხელფეხი, ბოლოებზე ნაპრალებით, რომელიც ბოლოს თითებად გადაიქცევა.
1. ბავშვის ნერვიული სისტემის ჩამოყალიბაბა, თითქმის დასრულებულია
2. ხელი, რომელიც ჩამოყალიბების პროცესშია და ნაპრალები გადაიქცევა თითებად.
3. მისი ჩამოყალიბებული სახე, თვალები, ცხვირი, პირი....იწყება ძვლის უჯრედების ჩამოყალიბება, უკვე აქვს ფილტვები, ნაწლავები, ღვიძლი, თირკმელები და შიგნითა სასქესო ორგანოები, თუმცა ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის...
ემბრიონი 1,3 სმ სიგრძისაა.
მე 8 ე კვირა
ემბრიონი უკვე აღწევს მნიშვნელოვან ნიველს, ამ დროს თითქმის ყველა ორგანო ჩამოყალიბებული აქვს, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს , რომ შეუძლია საშვილოსნოს გარეთ, დამოუკიდებლად იცოცხლოს.ჯერ კიდევ ესაჭიროება გაზდა და ძალების ჩამოყალიბება.
ამ წუთიდან მას უკვე აღარ ეწოდება ემბრიონი, შეგვიძლია ნაყოფი ვუწოდოთ .ჩამოყალიბებული აქვს ყველა მისი უმთავრესი ორგანო, თუმცა ჯერაც მართივი ფორმის აქვს.მისი გული ჩქარა სცემს, დაახლოებით 140 დან 150 დარტყამდე წუთში .ორმაგად , ვიდრე ჩვენი გული.
ყალიბდება ყურის შიდა ნაწილები, თითები უკვე გამოიკვეთება,
ხელ-ფეხი დაგრძელდა, გაირჩევა მხრები, იდაყვები, თეძოები და მუხლები.
ბავშვი მოძრაობს, თუმცა ჩვენთვის ჯერაც შეუმჩნევია .
ნაყოფის სიგრზე 2, 5 სმია
მე 9 ე კვირა
ჩვენმა ბაიამ გაირატა ყველაზე კრიტიკული პერიოდი და ახლა უნდა გაძლიერდეს.ჩამოყალიბდა მთლიანად თირკმელები და ახლა უკვე შეუძლია ... გააკეთოს ფისიფისი

მე 10 კვირა
სახე ნელ ნელა ადამიანისას ემსგავსება, რადგან, მისი თვალები, რომლებიჩ გვერზე იყო განლაგებული, ახლა ერთმანეთთან ახლოს მიდის,
კარგად ეტყობა ხელებისა და ფეხების თითები, მაგრამ ჯერ კიდევ თხელი აპკით შეკრული. ბავშვი მოძრაობს , რათა *გაავარჯიშოს* თავისი პატარა კუნთები, თუმცა ჯერ კიდევ შეუმჩნებია ჩვენთვის,
ბავშვი 7 სმ ია .
მე 11 ე კვირა
ამ პერიოდზე ბავსვს უკვე უყალიბდება საკუთარი ანაბეჭდი, ჩამოუყალიბდა ფრჩხილები და 28 გრამს იწონის. მისი თავი სამჯერ დიდია და მრგვალებულია ტანთან შედარები.

შეგვიძლია მოვუსმინოთ სპეციალური აპარატით, მისი გულის ცემას. ახლა მას 110 დან 160 მდე ურტყავს წუთში. უნდა გავითვალისწინოთ რომ , თუ ჩვენ დაძაბულები ვართ, ბაიას ჩვენიდან გადავცემთ ადრენალინს, ამიტომ უნდა ვეცადოთ რომ მშვიდად ვიყოთ ჩვენი პატარას სასიკეთოდ .
მე 12 ე კვირა
უკვე აქვს კარგად ჩამოყალიბებული ყურის ბიბილო, ქუთუთოები ჩამოყალიბდა Dა თვალებს ჩAმოეფარა.კიდურები თითებიანად ჩამოყალიბდა და იზდება მისი ფრჩხილებიც. ვითარდება კუნთები და ახლა ნაყოფი გაცილებით მეტს მოძრაობს , შეუძლია მოხაროს და გაშალოს ხელ-ფეხი,შეკრას მუშტი.
შეუძლია ამოძრაოს სახის კუნთები, პირი გააღოს და მოკუმოს, მოიღუშოს...
იწონის 65 გრამს და 9 სმ სიგრძისაა.
მე 13 ე კვირა
ნაყოფი უკვე 12 სმ სიგრძისა .ამ კვირის განმავლობაშI , ბავშვის თავის დიამეტრი იზდება 4 მმ ით, პირს თავისუფლად აღებსდა შიგთავსი სითხეს ყლაპავს, რომელსაც შარდის სახით გამოიყოფა.
მისი ძვლების ისევ ჩამოყალიბების პროცესშია.თუმცა უკვე შეუძლია თავის მოძრაობა, თუჩების მოკუმვა...მაგრამ ეს ყველა მოძრაობა მექანიკურია, რადგან ჯერ კიდევ მისი ტვინი ვერ აკონტროლებს მოძრაობებს.
მე 14 ე კვირა
14 სმ ია და იწონის 110 გრამს.
მისი თავის დიამეტრი დაახლოებით 3.6 სმია. ამ დროს მისი თავი აღარ არის კისერზე ჩამოკიდებული, არამედ ზევით ააქვს აწეული.
ბავშვი გამხდარია, რადგან ჯერ კიდევ არ აქვს ჩამოყალიბებული კანის ცხიმოვანი საფარი.

მაგრამ აქედან იწყება ამის ჩამოყალიბება და ბავშვის უფრო სწრაფი გაზდა . დედაც ხედავს უკვე , როგორ სწრაფადაც ემატებატ ზედმეტი კილო

მე 15 ე კვირა
ბავშვი მოძრაობს, მაგრამ ჯერ კიდევ შეუმჩნევია ჩვენთვის, რადგან ჯერ კიდევ პატარაა ნაყოფი, 16 სმია და 135 გ იწონის.

ფილტვები ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია, (ორგანო რომელით ყველაზე გვიან უყალიბდაბათ ბოლომდე), ვერც სუნთქვას შეძლებს, მანამ, სამამ არ დაიბადება... ჯანგბადი კი მიეწოდება პლაცენტას (? ნაყოფის გარშემო ღრუბელის ფორმას წარმოადგენს) სახით.
მე 16 ე კვირა
ბაია 160 გრამია და თითქმის 18 სმ.
თვალები და ყურები ამ დროს უდებარეობს თითქმის იმ ადგილზე, სადაც ჩვეულებრივ ახალშობილებს აქვთ,
მისი თვალები უკვე მგრზნობიარეა სინათლეზე.მთელი მისი სხეული იფარება თხელი ღინღლიტ, რომელიც შემდგომში გასცვივა,
ნაყოფი გულმგერდით ასრულებს სუნთქვიტთ მოძრაობებს.
სასქესო ორგანოები იმდენად მომწიფდა რომ შეიძლება სქესის გარჩევა, თუმცა შეიძლება ექოსკოპიაზე ჯერაც არ გამოჩნდეს.
გამალებით მოძრაობს, შეიძლება რაღაც იგრძნოტ, მაგრამ გარკვევით ჯერ ვერ იგრძნოთ .
მე 17 ე კვირა
მისი სხეული საგრძნობლად იცვლება, და მომავალ დედიკოსაც შეუძლია მისი არსებობის შეგრძნობა.
19 სმია და 200 გრამს იწონის,თუმცა ნაყოფი ჯერ კიდევ გამხდარია და მისი კანიდან ჩანს ძარღვები .
მისი ტვინი ნელ ნელა იზდება და ნერვიული უჯრედებით იფარგლება.
ამ კვირიდან და თუ კარგად არის მოთავსებული ბავშვი, შეგვიძლია ეხოზე დავადგინოთ ჩვენი პატარა გოგო იქნება თუ ბიჭი.

მე 18 კვირა
20 სმია და 240 გრამს იწონის, ახლა ეძლევა მათ ფრჩხილებს ფორმა.
უჩნდებატ თეთრი ცხიმოვანი ნივთიერება გარშემო, რომელიც იცავს ნაყოფს. კუნთები საკმაოდ ჩამოყალიბებული აქვს და ახლა შეგვიძLია ვიგრძნოტ მისი ფეხებით დარტყმა...
მე 19 ე კვირა
21.5 სმია და 335 გრამს იწონის,
ახლა ის ასტრონავტს წააგავს

, რომელიც დაფრინავს ჰაერში, ტრიალებს, ხელებასა და ფეხებს ამოძრავებს... ამასთანავე ძინავს დიდხანს, 16 დან 20 საათამდე, ძAლიან ხშირად შეავატყობთ რომ , როცა ჩვენ მოგვინდება ძილი და დასვენება, სწორედ მაშინ იღვიძებს ჩვენი პაწუა
მე 20 კვირა
22,5 სმ ია და 385 გ
თვალები ჯერ კიდევ დახუჭული, აქეთ იქით მოძრაობენ,
თავზე თმა ამოსდის, ვითარდება კბილები, ჩვენი სისხლიდან შეიძლება ნაყოფს გადაეცეს დამცავი ნივთიერება, რომელიც დაეხმარება პირველ კვირეების განმავლობაშI წუნ აღუდგეს ავადმყოფობას.
21 ე კვირა
24 სმ ია და 440 გრ
სხეული თხელი ბუსუსებით აქვს დაფარული და უპრო მეტად ამოსდის თავზე თმები. ახლა მას ცერა თითის წოვაც შეუძლია

(დანარჩენს შემდგომში გავაგრძელებ, იმედია ცოტა მაინც დაგაინტერესათ , )
This post has been edited by faustina on 20 May 2008, 01:24