ძლივს მოვაღწიე თქვენამდეეეეეეეეე!:)))
როგორ ხართ? აქ ხართ ისევ ყველა, არა???
აი მე კი მოულოდნელად გამაქანეს

)) და დღეს კი არადა უკვე 1 კვირაა პატარა ნუცა მყავს!:)))
28-ში საღამოსკენ ცოტა შემაწუხა მუცელმა, მაგრამ ისეთი დარწმუნებით მითხრა ექიმმა კიდევ 1 კვირა არაფერიო და კიდევ გადავამოწმე რომ მჯეროდა რომ უბრალოდ მტკივა

) თან არც მუცელი დამწევია და არც არაფერი... ვიბოდიალე და ვიბოდიალე იმ დღეს, დედაჩემთან წავედი მარტო, მერე მე და ჩემი ქმარი სადღაც ბარში წავედით... ალაგ-ალაგ და საკმაოდ ხშირადაც მტკიოდა, ცოტა ვიკრუნჩხებოდი კიდეც, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი რომ არა!:))) რამდენჯერმე ნაბიჯიც ვეღარ გადავდგი

)) ჰოდა სახლში მისულს 10 საათზე ჩაის დავლევთქო ვიფიქრე და წყლებიც დავღვარე! გამაქცუნეს სასწრაფოდ, 11-მდე მიმღებში მაყურყუტეს, მერე ბლოკში ამაპორწიალეს, 1 საათი მოსათმენად მტკიოდა, 1-ის ნახევარზე გადარევა დავიწყე, თან იქვე ჩემს გვერდზე ვიღაც გოგო ისე გაჰკიოდა სულ გამაგიჟა და მეც ავყევი

)) მოკლედ, 2-ის ნახევრამდე მათმენინეს, მერე ვენაში რაღაც წამალი დამარჭეს და 1 საათი მეძინა! დასვენებულმა რომ გავიღვიძე ზუსტად ჭინთვების დრო მოსულიყო და მალევე გამოვაძვრინე ჩემი ნუცუნა

)) სადღაც დილის 4 საათზე. 3.100 კგ. და 51 სმ.
აი ასეთი ამბები

)) 2-ში სახლში გამოგვიშვეს მაგრამ ეხლა ძლივს მოვაღწიე ფორუმამდე...
ეხლა თქვენი ჯერია კი არადა ამდენ ხანს რას შვებიით????

))) მიდით ეხლა, მიდით!:))) ყველაზე მეტად მე მეშინოდა მგონი და კი მიჭირავს ეხლა ნუცუნა ხელში

)) ძნელი და ძალიანაც ძნელი ყოფილა მშობიარობა, მაგრამ აიტანს კაცი, უფრო სწორად ქალი

)) ჰოდა გელოდებით:!))