ზომები სხვადასხვა ნაირად აწერია:
1. თვეების მიხედვით 0+ (დაბადებიდან) 1-3 M (M-თვე), 2-4 M, 9-12M და ა.შ. მოკლედ სადაც რიცხვი და M შეგხვდება არის თვეების მიხედვით.
2. კიდევ არის სიგრძის მიხედვით: 50 სმ ანუ ახალშობილი, 62 სმ (მემგონი შუაში 58 სმ არის), 68 სმ . . 82 სმ . .92 . .98 . .104 (ეს ბოლო უკვე 4-5 წლის მავშვის ზომაა). ანუ ახალშობილს უყიდი ძირითადად 62 სმ, რომ რამდენიმე თვე ერგოს

50 სმ და 0-1 M (თვეს) ბევრს ნუ იყიდი - ბავშვები სწრაფად იზრდებიან, თან გამოწკეპილი ხომ არ იქნება ტანზე მოტმასნილ ტანსაცმელში.
რაოდენობის მხრივ - იმდენი უნდა იყიდო, რომ გარეცხვიდან გარეცხვამდე გეყოს, თან კიდევ საცუქრებადაც მოუვა რაღაც-რაღაცეები, ამიტომ დაბადებამდე მემგონი ეს რაოდენობა საკმარისია:
1. ქუდი 2-3 ცალი (თუ ზამთარია სხვადასხვა სისქის დაგჭირდება);
2. ბოდი -3-4 ესეც;
3. შარვლები ამ ბოდზე ამოსაცმელად (თუ უფეხებო ბოდებია);
4. მთლიანი კომბინიზონივით ბოდი იქნება - ესენი უკვე რამდენიმე გინდა - საწოლისთვის, "ყოველ-დღიური" და გამოსასვლელი;
5. წინდები - 3-4 ესეც - პირსახოცის და ბამბის; შალის წინდები ერტი საკმარისია - თუ ახმარ იმასაც.
6. ხელთათმანები მე ვერ ვახმარე

7. გასახვევი საფენები - თუ ახმარ - 2 ცალი საკმარისია, ჩაცმულზე რომ შემოახვია - ხელში ადვილად ასაყვანად, ისიც 1-2 კვირა, მერე დიდად ვერ გამოვიყენე მე პირადად.
8. პირსახოცი, რამდენიმე, დიდიც - გასახვევად და პატარები;
9. თბილი "ადიალა" ან მსუბუქი საბანი, ეს დამოკიდებულია როდის იბადდება და რა ტემპერატურა გაქვს სახლში;
დასაბანად: ბავშვის დასაბანი "ტაშტი" უკეთესია თუ ფეხებზე იქნება, საპონი ან სითხე, ღრუბელი, ტანის ზათი, წყლის თერმომეტრი . . . .
საჭირო აფთიაქი: თერმომეტრი, ყურისა და ცხვირის საწმენდი ჯოხები, ბაბმა, სპირტი, ბინტი, იოდი, ლეიკოპლასტირი, სხვადასხვა კრემები - კანის მოვლისთვის, ასევე პუდრის . ნუ ორივეს ერტად ნუ ახმარ -განსაკუთრებით პამპერსში . (შეიძლება ჩაეხუთოს და დაწვასავით - შეიძლება არც არაფერი არ მოუვიდეს, მაგრამ ჯერ არ იცი როგორ ამტანი კანი ექნება)
ერთი კარადა რომ გქონდეს ამისთვის კარგი იქნება - სადაც ყველაფერი იქნება თავ-მოყრილი, თან მისადგომად იოლი
www.perfectcook.org -კულინარიული ინტერნეტ-გამოცემა ქართულად; ქართული და უცხოური კერძები - სურათებით; კულინარიული მოგზაურობა და პროდუქტების მიმოხილვა; კონკურსი - მრავალი პრიზით და Peppi-ის ბლოგი . . .