naina25Princessინდივიდუალურია ალბათ, ვერ დაგიმტკიცებთ, რატომ.
საწოლი მაინც უფრო მყარია. სამაგიეროდ მანეჟის ტიპის ადვილად ტრანსპორტირებადია.
საწოლი მე დავამზადებინე, მაგრამ ზუსტად ისეთია, ბავშვთა სამყაროში რომ იყიდება, უბრალოდ ტუმბოს მხარე უფრო განიერი გავაკეთებინე, იმიტომ რომ, ჩემი მეგობრები 3 თვის მერე ზედ ვეღარ ატევდნენ ბავშვებს, თონოს კი ჯერ კიდევ მშვენივრად ვუტარებ ზედ პროცედურებს. საწოლის მხარე კი ირწევა და ზედ "დაგრეხილი თოკი-ბაწარი" მაქვს შებმული და ღამე რომ შეიღვიძებს, აუდგომლად ვაქანავებ ცოტა ხანს.
ჩვენი მანეჟი კიდევ არ ირწევა, სარწეველა ფეხები თუ არ ჩამოუშალე და ისინი რომ აქვს ჩამოშლილი, საითაც გადატრიალდება, იქით იხრება და მოაჯირზეა ხოლმე ეგრევე აკრული, შედეგად "დასეტკილი" ლოყებით იღვიძებს.
მოკლედ, საწოლში უფრო მშვიდად ძინავს (მაგრამ მხოლოდ ღამე ვაწვენ, დღისით - მანეჟში). მაგრამ ხომ გითხარით, ინდივიდუალურია-თქო, ზოგი ვერ აჩერებს საერტოდ ამ საწოლში და რა გითხრათ.
თავიდან საწოლი ვიყიდე და მანეჟის ყიდვას (გვაჩუქეს და ვერ მოვასწარი

) უფრო მანეჟის დატვირთვით ვაპირებდი, მაგრამ ჯერ სანამ ჯდომა არ იცის, ზედა ნაწილში კოტრიალობს ხოლმე.