UK_addictedTabooცოტა რთულ საკითხს მიდგომიხართ

ხშირად ვსაგრებლობ უცხოური გაიდლაინებით, მაგრამ ძალიან
ხშირად ვერ ვირებ ზუსტ პასუხს კითხვა "რატო"-ზე.
რძის გაშრობა არ არის იოლი საქმე. ყველაზე კარგი ვარიანტია
თავისით რომ ცოტავდება და ქრება ნელ-ნელა. მე პირადად
თან ვაწოვებდი, მაგრამ თავისით გაშრა, ამიტომ წამალი
არ დამჭირვებია, მაგრამ თუ აღარ გინდა მოაწოვო და გიმაგრდება - ცოტა რთულადაა საქმე.
ძალიან საფრთხილოა არ ჩამაგრდეს. ხელით გამოიწველით, მაგრამ რამდენად კარგად?
თანაც გამოწველა კიდევ უფრო სტიმულირებას გაუკეთებს ახალი რძის ჩადგომას.
ჰორმონები არ ნიშნავს იმას, რომ მაინც და მაინც კატასტროფა უნდა მოხდეს.
პირველ რიგში რა უნდა იცოდეთ - რძის ჩადგომას/მომატებას განაპირობებს სისხლში ერთ-ერთი
ჰორმონის, პროლაქტინის დონე. როდესაც ის იმატებს, იმატებს რძის რაოდენობაც (ეს განსაკუთრებით ხდება ღამე, ამის
გამოა, რომ უფრო დილით არის ხოლმე მეტი რძე)
მთელი ლაქტაციის პერიოდში ეს ჰორმონი ფაქტიურად გამოსულია მწყობრიდან, ანუ ნორმის ზედა
ზღვარზე იმყოფება. (მეძუძური დედისთვის ეს ნორმალური მდგომარეობაა, არამეძუძურისთვის - არა)
დოსტინექსი არის წამალი, რომელიც ემსახურება პროლაქტინის დაწევას. ანუ დოსტინექსის
მიღებით აიძულებთ თქვენ ორგანიზმს და ჰორმონებს ჩადგეს ძველებურ ნორმებში და შეწყვიტოს
რძის გამოყოფა.
ჩემი მასაჟისტი დოსტინექსით უშრობს ყველას, ოღონდ მკერდის აკვრის გარეშე, რამოდენიმე
დღე სჭირდება, დაალევინებს, გამოუწველი სმერე და ასე რამოდენიმეჯერ.
(ახლა ჩემ ნათესავს გაუშრო იმდენი რძე....სამსახურშI გადიოდა, სულ უმაგრდებოდა და უქვავდებოდა,
უპრობლემოდ მოგვარდა ყველაფერი. რადგან ბევრი იყო რძე სულ გაშრობის პროცესმა გასტანა დაახლოებით 5-6დღე)
მე პირადად ჩემი გადმოსახედიდან და იქიდან გამომდინარე, რაც ვიცი, მგონია, რომ არ არის არაფერი საგანგაშო
დოსტინექსის დალევაშე. თქვენ ადგილას პროლაქტინის ჰორმონსაც გადავიმოწმებდი და გულდამშვიდებული
დავლევდი, რომ მართლა აწეულია და ეს წამალი უბრალოდ ნორმას დაუბრუნებდა.
პს. ჩემმა გინეკოლოგმა მე ამიხსნა კიდევაც, რატომ არ მქონდა ბევრი რძე და რატომ გამიშრა მალე.
ერთი პერიოდი ნერვიულობის და სტრესისი ფონზე ამოწეია, რის გამოც ბრომზე ვიჯექი ორსულობამდე და ორსულობის
2 თვემდე. (ბრომი და დოსტინექსი ერთი ფუნქციის მატარებლები არიან. უბრალოდ დოსტინექსი უფრო ძლიერია და
გასაშრობად მაგას იყენებენ)