გოგოებო, მოკლედ გადავედი მე-8 თვეში და დავიწყე სიის გაკეთება, რა დაგვჭირდება სამშობიაროში
მე და ჩემ პატარა ბეგემოტს

მინდა თქვენი გამოცდილების მიხედევით მომცეთ რჩევები რა დავამატო უფრო, რაც არ დამჭირდება და
წამოვიღებ უკან რა პრობლემაა

ჩემი სათრევი მაინც არ იქნება

აქვე დავამატებ, რომ მშობიარობას ვაპირებ გაგუასთან, ფიზიოლოგიურად და ვინც მანდ იმშობიარეთ კიდევ უფრო
ზუსტ რჩევებს მომცემთ ალბათ
ჩემთვის:1. კბილის პასტა და ჯაგრისი
2. დეზადორი
3. საპარსი
4. თხევადი საპონი (ძალიან მოხერხებულია)
5. პირსახოცი
6. შლოპანცი რეზინის
7. ლიფები (მეძუძური ქალის)
8. ლიფის საფენები
9. ჰიგიენური საფენები ( Kotex 7-იანი)
10. 1 პერანგი სამშობიაროდ – 2 შემდეგ ჩასაცმელად
11. ხალათი - თხელი
12. ტრუსიკები
13. თხელი სპორტული შარვალი და მაიკა (თუ შევძელი და თავი მექნა არ მინდა პერანგით და ხალათით ტანტალი და არც გარეთ გამოსვლა შუშასთან ხალხის სანახავად, მაინც ჩავაგდებ)
14. სპეციალური კრემი მკერდის თავებისთვის
15. ხელსაწმენდები სველი/მშრალი
16. სამშობიაროდან გამოსასვლელი ტანსაცმელი
ბავშვისთვის1. ნასკები – 3 წყვილი
2. ფეხებიანი შარვალი - 1 ცალი
3. მოკლემკლავიანი ბოდი –3 ცალი. გრძელმკლავიანი – 1 ცალი
4. თხელი “პოლზუნკა” - 2 ცალი
5. თხელი ქუდი - 1 ცალი
6. თათები - 2 ცალი
7. ბავშვის თხელი “პილიონკა” და მისაფარებელი
8. გამოსაყვანი კომპლექტი
9. ტაკოს კრემი/პუდრი
10. შუშის ბოთლი