Goddess
Temiiსაბუთები:
პირადობის მოწმობა
გაცვლა-გამოცვლის ბარათი (მოგაქვს კონსულტაციიდან, სადაც აღრიცხვაზე ხარ)
ნივთები:
კბილის პასტა და ჯაგრისი (იქაც იყო, შენი რომ დაგრჩეს, პრობლემა არ არის)
დეზოდორი
ინტიმური საპონი
პირსახოცი პატარა (იქ მხოლოდ 1 პირსახოცი იყო, რომელსაც გამოცვლიდნენ მოთხოვნის შემთხვევაში, მაგრამ ჩემის ხმარება ვარჩიე)
ჩუსტები (თბილიც და რეზინის - მგონი იყო ისეც)
მეძუძურის ლიფები
ჩაღილული პერანგი (სამშობიაროდ თვითონ ჰქონდათ ერთჯერადი სტერილური. შემდგომ ჩასაცმელადაც ეკიდა გამოხარშული პერანგები, თუ ვინიცობაა მოულოდნელად ამოჰყოფდი იქ თავს)
პიჟამო (მე მეცვა - კაცია და გუნება

)
ხალათი (ასევე ჰქონდათ თავიანთებიც)
ტრუსები
კრემი მკერდის თავებისთვის მუსტელა და პარკი
სამშობიაროდან გამოსასვლელი ტანსაცმელი
თმის სამაგრები, სავარცხელი
ნასკები
ჭიპლარის უჯრედების კონტეინერი (ვინც "ჯეოქორდში" აპირებს ბავშვის ჭიპლარის სისხლის გაგზავნას)
მობილური და დამტენი
ბავშვისთვის ადგილზე ჩასაცმელი ტანსაცმელი (პარკით წავიღე რაღაცეები და იქ ბავშვების მომვლელმა გოგონამ თვითონ ამოარჩია)
ბავშვის გამოსაყვანი ტანსაცმელი და ადეალა
მოგვიანებით მეუღლემ მოიტანა:
ქარსითი
ქორწინების მოწმობა
სადაზღვევო პოლისი
ფოტოაპარატი
არ დამჭირდა:
დედა–ს აბები სადინარებისთვის (რძე მეხუთე დღეს მომივიდა მხოლოდ)
მკერდის საფენები (იხ. ზემოთქმული)
ერთჯერადი ხელსახოცები (არც სველი და არც მშრალი)
ჟურნალები (არ მეცალა)
მუცლის შესაკუმში ქამარი (ექიმმა რეაბილიტოლოგმა არ მირჩია)
შხაპის ქუდი
ჰიგიენური საფენები (თავისი ჰქონდათ რბილზედაპირიანი, სხვას არ გახმარინებდნენ, რადგან კანს აღიზიანებსო)
ბავშვის მოვლის არცერთი საშუალება: ბავშვს თვითონ უვლიან ბრწყინვალედ. მატყუარაც კი თვითონ მისცეს.
არ დაგჭირდება ერთჯერადი ტრუსებიც: თავიდან თვითონ მოგცემენ, სანამ საკუთარზე გადახვალ

მკითხეთ კიდევ, თუ რამე გაინტერესებთ
This post has been edited by Taboo on 8 Feb 2011, 23:27