პირველი გავაჩინე ზესტაფონის სამშობიაროში.
წ###ბი რომ დავღვარე იქ ვიყავი და სრულიად მოუმზადებლად მივედი სრულიად უცხო ექიმთან.
დაჟე ექიმიც არ იყო მგონი ექთანი იყო

იმის გათვალისწინებით რომ ძალიან არაცივილურად ვიმშობიარე ნორმალური მშობიარობა მქონდა. მისვლიდან 9 საათში გავაჩინე. ეგ იყო რომ არ გამიყუჩეს სანამ გამკერავდნენ ჩახევებს და ასევე ბევრი სისხლი დავკარგე. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დამთავრდა. ძალიან ვიწრო მენჯი მაქვს და გამიჭირდა
ყველაზე ცუდი ის იყო რომ უსუფთაობის გამო ბაიას სტაფილოკოკი დაემართა და მერე ამან სეფსისი გამოიწვია 8 თვის ასაკში. უბერი რომ არ ყოფილიყო არ ვიცი რა მეშველებოდა.
ახლა მეცხრე თვეში გადავედი და არსად არ წავალ თბილისიდან. მარტო სამსახურში ვივლი.
ძალიან ძნელია მოუმზადებლად რომ მშობიარობ თანაც იქ სადაც არ აპირებ.
ჩაჩავაში მინდოდა ისე მარა მგონი მაშინ ჩაჩავაც მაგრად ურევდა

რაც კარგად მახსოვს ის იყო რომ ამოყვანილი ბაია რომ დავინახე გავიფიქრე ეს რას გავსთქო

მერე რომ მომიყვანეს და დავხედე ძალიან მგავდა

პირობები კიდე უფრო უარესი იყო. არანაირი დასაბანი მოწყობილობა, ცხელი კი არა ცივი წყალიც არ მოდიოდა. არანაირი გათბობა. მიუხედავად იმისა რომ აპრილი იყო ბავშვი რომ მოყავდათ ცხვირი ისე ეყინებოდა ულურჯდებოდა.
ბავშვების ოთახში თბილოდა იმიტომ რომ გაზის გამათბობელი იდგა მაგრამ ეგ გაზიც პირდაპირ ოთახში იკვამლებოდა.
მტავარი ექიმი კვირაში ერთხელ დადიოდა და მარტო მაგ დღისთვის ხვეტავდნენ იატაკს. მოწმენდით თავს არ იწუხებდნენ.
შუქი არ იყო და ღამით პატარა ლამფები ენთო დერეფანში სულ რამდენიმე. და ტუალეტში რომ წახვიდოდი ეს ლამფა უნდა წაგეთრია.
1 დღით ადრე გამოვიქეცი იმიტომ რომ აღარ შემეძლო გაჩერება
აუუ რატო გამახსენეთ

ეს რა საშინელებები გადამიტანია და არ მცოდნია

))
წარსული გამოცდილება იმაში მეხმარება რომ ვიცი უარესი არ იქნება და ის თუ გადავიტანე ამასაც გადავიტან ბერად მარტივად

))
ახლა გაგუაში ვაპირებ
ლუქსში ან VIP ში.
უნდა ვისიამოვნო სამშობიაროთი და მტელი ამ პროცესით

ერთი სული მაქვს როდის მოვა.