მიღებაში და წინაპართა ცოდვებისგან განთავისუფლებაში

ცათა სასუფევლის დამკვიდრებისა და ცხონებისათვის ნათლობა აუცილებელი პირობაა.
„ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისაგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში“ (იოან. 3, 5).
ბავშვებს ნათლისღება შემდეგი მიზეზების გამო სჭირდებათ:
ა) დაბადებით ყველა ადამიანი ცოდვილია.
„ამისთვის, ვითარცა-იგი ერთისა მის კაცისათვის ცოდვაი სოფლად შემოხდა და ცოდვისა ძლით - სიკუდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკუდილი მოიწია, რომლითა ყოველთა შესცოდეს... არამედ სუფევდა სიკუდილი ადამისითგან ვიდრე მოსესადმდე და მათ ზედაცა, რომელთა-იგი არა ეცოდა მსგავსად გარდასლვისა მის ადამისა, რომელი-იგი არს სახე მერმეთა მათ ჟამთაი“ (რომ. 5, 12, 14). (ძვ. ქართ.)
ბ) ცოდვამ მხოლოდ ჩვენი ნება კი არა, ბუნებაც მოიცვა. ამიტომ ჩვენ „ბუნებით რისხვის შვილნი“ ვართ (ეფეს. 2, 3).
გ) შეგინებული (განუწმენდელი, განუახლებელი) კაცი სასუფეველში ვერ შევა.
„და ვერ შევლენ შიგ სიბილწისა თუ სიცრუის ვერცერთი მოქმედი და თანაზიარი, არამედ მხოლოდ ისინი, რომელნიც ჩაწერილი არიან კრავის სიცოცხლის წიგნში“ (გამოცხ. 21, 27).
ნათლისღებით ადამიანები ცოდვისაგან განიწმინდებიან და სულიერი შობით ღმრთის შვილები ხდებიან.
„ხოლო პეტრემ უთხრა მათ: მოინანიეთ, და თვითეულმა თქვენგანმა ნათელ იღოს უფლის იესო ქრისტეს სახელით ცოდვათა მისატევებლად“ (საქმე 2, 38).
„ყველანი, ქრისტე იესოს რწმენით, ძენი ხართ ღმრთისა. ყველამ ვინც ქრისტეს მიმართ ნათელ იღეთ, ქრისტე შეიმოსეთ“ (გალ. 3, 26-27). (იხ. საქმე 22, 16; 1 კორ. 6, 11; ტიტ. 5-7).
თუკი ძველ აღთქმაში მე-8 დღეს ჩვილ ბავშვთა წინადაცვეთა შეიძლებოდა, ახალ აღთქმაში ასევე შეიძლება ახალშობილთა ნათლობა. აუცილებლობის შემთხვევაში კი, როდესაც ჩვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მისი მონათვლა შეიძლება დაუყოვნებლივ, სიცოცხლის პირველსავე საათებში, რათა ბავშვი ღვთის წინაშე ადამის ცოდვებისაგან განწმენდილი წარდგეს. ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც ასეთი ნათლობის შედეგად ადამისა და მშობლების ცოდვებისაგან განწმენდილი ბავშვები გადარჩენილან.
- საჭიროა თუ არა მოვინანიოთ მძიმე ცოდვები, რომლებიც ნათლობამდე ჩავიდინეთ, როგორიცაა: აბორტი, მრუშობა, ქურდობა, მკვლელობა და მისთანები?
- ნათლობამდე ჩადენილი მცირედი ცოდვების მონანიების აუცილებლობა არ არსებობს, მაგრამ განსაკუთრებულად დიდი ცოდვების მონანიება გმართებთ მოძღვართან (მით უფრო, თუ ადამიანი აპირებს სასულიერო მოღვაწეობას - მაშინ მან ყოველი ის ცოდვა უნდა მოინანიოს, რომელიც ჩაუდენია).
ანუ ნათლობამდე ჩადენილი ცოდვებიც მოგვეტევება
This post has been edited by bancala on 7 Jul 2009, 12:57