ეხლა ჩამოვწერ რაც ჩემმა ექიმმა დამავალა სამშობიაროში წასაღებად:
1. ღია ფერის წინდები, იქ წინდებს არ გაძლევენო...
2. "ზელიონკა", ყურის ჩხირები, სტერილური ბინტი და კაკლები, კაკლების დამზადება აღარ მახსოვს და იქნებ ვინმემ დამიწეროს

ესენი ძუძუსთავებისთვის, რომ აწოვებ ძუძუს თავზე წაისვიო ზელიონკა და მერე შემდგომი წოვებისთვის ბინტი უნდა დავასველო ანადუღარ წყალში და გავიწმინდო...
3. ერთპირიანი სავარცხელი, რომლითაც უნდა გავიკეთო ასე ვთქვათ თვითმასაჟი მკერდზე, ძუძუსთავების მიმართულებით, სადინარების გახსნას უწყობსო ხელს და არ გაგიმაგრდებაო
4. რაღაც სითხე აქვს თვითონ, ადრე შემოდიოდაო რუსეთიდან და ეხლა აღარო... ერთი ადგილისთვის რა

ჩაბანის მერე უნდა "გადაავლო", ადრე მარგანცოვკის ხსნარს ვიყენებდითო, მაგრამ აკრძალეს და თან კანს აშრობსო... ეს სითხე 12 ლარი ღირს და ორი ცალი მეყოფა...