ე.ი. რა ხდება, სხვადასხვა ფორუმელის პოსტები ამოვკრიბე და შევადგინე ერთი სია სამშობიაროში წასაღები ნივთების, მგონი არაფერი აკლია, ნივთების რაოდებნობებს არ დავწერ, ვის რამდენი ტრუსიკი და პერანგი დაჭირდება ეგ თავად გადაწყვიტოს, მთავარია არ დარჩეს
დედისთვის:
1. პერანგები, სამშობიაროდ აუცილებლად კოტონის, ოფლი რომ შეიწოვოს, წინ ღილებიანი, მუხლებამდე

2. ხალათი
3. ტრუსიკები, ცოტა დიდი ზომის, რომ დაგესვრება გადაყრა რომ არ დაგენანოს, ასევე იყიდება ერთჯერადები აფთიაქში და შეგიძლია ის წაიღო
4. წინდები, მშობიარობის დროს თბოცირკულაცია ურევსო და დაგჭირდებათ
5. პირსახოცები, ტანისთვის, თავისთვის, პატარები ერთი ადგილისთვის...
6. საფენები რაც შეიძლება მეტწვეთიანი, კოტექსს აქვს 7 წვეთიანი...
7. მეძუძურის ლიფი, არის 6 ლარიანები ბაზრობაზე და არის 25 ლარიანებიც, რა თქმა უნდა სჯობს კარგი ხარისხის იყიდო, ძუძუები რომ არ ჩაგეხუთოს, მე ვნახე ეტამში 59 ლარი ღირდა, ისიც კარგი იყო... ფერი სჯობს თეთრი, საღებავიანი რომ არ იყოს...
8. საფენები (კიკო)
9. კაკლები თაფლის სანთელში ამოვლებული, ზელიონკა, ასკილის ზეთი, გოჩიტაშვილის მალამო, გამოსაწველი...
10. სალფეთქები სველი და მშრალი
11. კბილის პასტა, კბილის ჩოთქი, უსპირტო დეზოდორი, შამპუნი, საპონი (სჯობს თხევადი კრემ-საპონი), საპარსი, ფენი
12. ჰიგიენური პომადა, კოსმეტიკა
13. წამმზომიანი საათი
14. გლიცერინის სანთლები+ეუკარბონი
15. მობილურის დამტენი

16. საბუთები - გაცვლა-გამოცვლის ბარათი+ქორწინების მოწმობა+პირადობა
17. დაახლოებით 1500 გელა
* * *
ბაიასთვის:
1. ნასკები
2. ქუდი, სჯობს ურეზინო, თავზე რომ არ მოუჭიროს
3. ბოდი - ჩვეულებრივი და ხელთათმანიანი და ფეხებიანი
4. ხელთათმანები
5. პილიონკები, გასამშრალებლადაც მაგას გამოიყენებ, თავიდან მგონი პირსახოცს სჯობს პილიონკით გამშრალება (კოტონის)
6. შარვალი თათებიანი
7. მაიკა, რამე ზედა რა
8. ერთი კომპლექტი გამოყვანის დღეს რომ ჩააცვა
9. გამოსაყვანი - კალათა
10. ლორწოს ამოსაქაჩი ბალონი N1,2 ზომა, ახალშობილის ოყნა
11. ელექტროთერმომეტრი
12. ბოთლი (შუშის) და მატყუარა
ბაიას ტანსაცმელი აუცილებლად კოტონის უნდა იყოს
This post has been edited by bancala on 17 Aug 2009, 20:30