radiologyრომც დაგახვედრონ, გარანტია არ გაქვს, რომ ნორმალური იქნება.
მე მირჩევნია, წავიღო ჩემი რაღაცეები, თუ იქნება და მომეწონება, ვიხმარ იმას, რაც იქნება, თუ არა და ჩემსას

საქართველოში ხარისხის გარანტია არ არის. და არც იმის, რომ რომელიმე პალატაში ხალათი არ "მიაკლდებათ".
* * *
მოკლედ, ჩემს წიგნში აი ეს ჩამონათვალია:
**ფართო მაისური, ან ღამის პერანგი
**ხალათი
**ოთახის ჩუსტები, ან შლოპანცები
**თბილი წინდები
**მუქი ფერის პირსახოცები
**ნესესერი, კბილის ჯაგრისი, პასტა, ჰიგიენური პომადა, სავარცხელი, საპონი, შამპუნი, ტანის ღრუბელი, დეოდორანტი და ა.შ.
**მკერდის საფენები
**ლიფი მეძუძური დედებისთვის
**კრემი ძუძუს თავებისთვის
**ტრუსიკები(უმჯობესია ბამბის)
**ჰიგიენური საფენები
*სახლში გამზადებული დატოვეთ ტანსაცმელი, რომელსაც სამშობიაროდან გამოსვლისას ჩაიცმევთ.
*სამშობიაროში წასაღები ნივთები წინასწარ გაამზადეთ და დადეთ.
ბავშვის გამოსაყვანად:
**ორი საფენი
**ბოდი
**კომბინიზონი
**შალის მოსაცმელი და ქუდი
**საბანი(ცივი ამინდისთვის)
* * *
ხო, კიდევ წერია, რომ შეგიძლიათ წაიღოთ ფოტოაპარატიო, წიგნები და ჟურნალებიო, ფლეიერიო და ა.შ.