ძირითადად აქცენტი გააკეთე ბავშვის ტანსაცმელზე.
ტაკოს კრემოც წაუღე
შენთვის ღამის პერანგი 2 წაიღე და ჩემსავით ძუძუებზე ჩაჭრილები არ იყიდო

მთელი სამშობიარო დადიოდა ძუძუამოგდებული.
გავემზადე სამშობიაროდ, ჩავიცვი პერანგი და გადმოცვივდა ძუძუები
და ასე ძუძუგადმოყრილმა ვიმშობიარე

და არამარტო მე
ყველა მასე იყო

ხალათი გრილი წაიღე.
მიპირსახოცის ხალათი მქონდა და დავიხრჩე, ისე მცხელოდა.
თეთრეული როგორც წავიღე ისე წამოვიღე, მაგისი თავი არ მქონდა.
აუცილებლად წინასწარ გაიმზადე რითი გინდა რომ გამოხვიდე სამშობიაროდან
თორე მე ვაღვარღვარე ცრემლები.
მაიკა და თხელი კურტკა ეცვა ჩემ ქმარს და თბილი ჩექმები და პალტო მომიტანა მე

ამითი გამოდიო
ტანის ღრუბელი ( გუპკა) რომ არ დაგჭირდება შემიძლია გითხრა, მაგრამ კბილის ჯაგრისი და პასტა რომ უნდა წაიღო ეგ უჩემოდაც იცი

გამოსაწველი წაიღე.
და ყველას გეტყვით რომ ჯიპისიმ გამოუშვა რაღაც წამალი. ქვია დედა. ქართულია. მეძუძურებისთვისაა. და სადინრებს ხსნის. ყველა პრობლემას უგვარებდა გოგოებს.
სანამ არ ჩამიქვავდა 1 ძუძუ არ მითხრეს.
და რო გავედი მიშველეთ მასაჟისტი მშირდებათქო გამომწველეს და მოგიტანონ ეგ წამალიო.
ისეთი გაქვავებული მქონდა ძუძუ ვერ გამოწველა ბოლომდე. და ამ წამალმა მიშველა. დამირბილა. თან უნდა იწველო სულო.
და გადავრჩი სიცხეებს.
უფ რამდენი ვწერე.
კიდე გამახსენდება მერე რამე
This post has been edited by algulga on 11 May 2010, 00:08