addictedგილოცაავ, კიდევ ერთხელ

მიხარია, რომ ყველაფერი კარგად არის. მე ტოქსიკოზი მქონდა და კომპიუტერთან საერთოდ ვერ ვჯდებოდი. კიდევ კარგი, გადამიარა უკვე. მეც უკვე ვეღარ ვითმენ, აღარ შემიძლია... ერთ კვირაში ვარ დაბარებული გურგენიძესთან, მაგრამ მემგონი მანამდე ვერ გავუძლებ სასტიკ ცნობისმოყვარეობას და სადმე სხვაგან მივალ. თან იმიტომაც, რომ იქ არ შეიძლება ქმართან ერთად შესვლა და ჩვენ გვინდა ერთად ვნახოთ ბავშვი. რას მირჩევთ გოგოებო?! ნუ სადღაც სამშაბათს-ოთხშაბათს რომ მივიდე ექოზე აზრი ექნება? მინიმუმ 11 კვირის ვარ უკვე. ხომ ვერ მირჩევთ ვინმე კარგ ექოსკოპისტს, ქმრის შეყვანაც რომ შეიძლებოდეს ისეთს.
რაც შეეხება ჩემს მდგომარეობას... მუცელი საერთოდ არ მქონდა ორსულობამდე და ეხლა მეტყოპა მინიღიპუცა

მრგვალი ფორმის. ტანსაცმელში არც ჩანს

მაგრამ მე ძაალიან დიდად მეჩვენება

ზოგჯერ ვერ აღვიქვამ ხოლმე ჩემს თავს ღიპიანს

შიმშილის გრძნობა არ მაქვს ხოლმე, როცა რაღაც დისკომფორტს ვგრძნობ, ე.ი. საჭმელს ითხოვს

და როგორც კი რამეს შევჭამ კარგად ვხდები. კიდევ კარგი სუხარიკები არსებობს

აბა, მე მაგდენი ჭამა არ შემიძლია

ადრე დღეში ერთხელ, მაქსიმუმ ორჯერ რამე სალათას შევჭამდი და ეგ იყო მთელი ჩემი დღიური ნორმა და ეხლა ბევრად ხშირად მიწევს ჭამა. ჰო. კიდევ რა მაიტერესებს. გაზიან სასმელს ვერ ვიტანდი, საერთოდ ვერ ვსვამდი ადრე და ეხლა ვენებს ვიჭრი ლამის

კოკა-კოლა ან რამე მსგავსი მინდა სულ რომ დავლიო და რამდენად უსაფრთხოა მსგავსი გაზიანი სასმელები ორსულობის დროს? ტოქსიკოზის დროს ერთადერთი გაზიანი სასმელები მშველოდა, ვსვამდი და უკეთ ვხდებოდი... სამწუხაროდ ნაბეღლავი და ბორჯომი არ მიყვარს...