ხოოოოდა,
დღეს ვიყავით ეხოზეეე..
ყველაფერი წესრგში გვაქვს, დეტალური ეხო გავაკეთეთ, შინაგანი ორგანოები დავათვალიერეთ, გულის ცემა მოვისმინეთ და დავინახეთ
ტვინი თავის ადგილზეაო

ცხვირ-პირი გვანახა და სიმპატიური ბიჭი ვარო, პირს აცმაცუნებდა

ჭიპლართან პატიოსნად ურთიერთობს და არსად არ აქვს შემოხვეული,
წამოწოლილია მხართეძოზე და იქნევს ხელ-ფეხს.
22 ივლისის მერე გამოვძვრებიო

ზომებით შეესაბამება 24 კვირას, ბოლო მენსტრუაციის თარიღის მიხედვით 25 კვირას.
თავიდანვე ესე იყო, ამიტომ საშიში არაფერი არააო, ალბათ გვიან ჩაისახაო.
640 გრამია (18 კვირაზე 220 იყო, გაზრდილა)
ტონუსი არ არის. პლაცენტა თავის ადგილზეა(უკანა კედელზე) სისქე 24მმ, სტრუქტურა ერთგვაროვანი, სიმწიფე - 0. სანაყოფე წყლებიც ნორმ.
მოკლედ, კარგი გოგო-ბიჭები ვართ

იმ კვირაში გემოგლობინს და ნაცხს გადავამოწმებ და იმედი მაქვს ეგეც ნორმაში იქნება.
ამ ეტაპზე, რაც მაწუხებს, გაციების ნიშნებია
ვსკდები ლიმნიანი და თაფლიანი ჩაითი.
ზურგი მტკივა, თვალები მეწვის და ყელი ცოტათი
იმედი მაქვს, გამივლის
turn_offმანამდე რატო არა?
ჩვენ სულ ერთი ციცქნა რომ იყო, 11მმ დიამეტრის წერტილი, იქიდან ვიცნობთ ჩვენს ბაიას.
12 კვირაზე უკვე სქესიც ვიცოდით და თვალის ფერიც მგონი