Tako@Datoაგვისტოში ელე-სოფია კიდევ აგერ:
.: ჩვენი ბაიები:. (post #12008879)ხოდა სექტემბრის თვეში გვაქვს "ჩავარდნა" ფორუმელ ღიპოსნებს და ჰა, არ ელოდებით სექტემბერში არავინ? :დ ვის ვუბალელშიკოთ მთელი თვე???
* * *
ხო, აფდეითი ჩემი ცხოვრების შესახებ:
თითქმის 32 კვირის, შენხარჩემიბატონი...
ვერაფრით ვერ ვხვდები სხეულის ნაწილებს რა

ერთი ვიცი, რომ ნეკნთან აქვს ფეხი და წიხლს მაჭერს ხოლმე. დანარჩენი გამობურცულობები და ფათურები - იდენტიფიკაციას არ ექვემდებარება

გუშინ ისეთი უცნაური ფორმები მიიღო მუცელმა - მემგონი ტრიალდებოდა - ოთხკუთხედი და წახნაგოვანი იყო

დღეს გახდა ისევ მრგვალი.
ორშაბათს მივდივარ შემდეგ უფასო კონსულტაციაზე ჩაჩავაში, ანალიზებს ჩავაბარებ და წონას გავიგებ ბოლოს დ აბოლოს.
ძალიან კარგად ვარ

ფეხით დავდივარ თითქმის სულ, ან ფეხით+მეტროთი, იმიტომ, რომ მანქანებშI და მარშუტკებში თავს კარგად არ ვგრძნობ, ჯაყჯაყებს თუ რაღაც და მუცელი მეჭიმება.
* * *
Doloressგოგო, იმ დღეს ისე გამიხარდა რომ დამიმესიჯეთ

და ანგარიში არ მქონდა, რომ მომეწერა, რომ სულიერად ტქვენთან ვარ-მეთქი

აწი სისხლიანი გამონადენის კოშმარები რადგან დაგიმთავრდა - მიესალმე ახალი ტიპის სიზმრებს.... რაც ეხება მშობიარობას და ბავშვს

ორ დღეში ერთხელ მინიმუმ "ვმშობიარობ" სიზმარში
* * *
ხო კიდევ, ჩემი კბილების მდგომარეობა არც ისე დამაკმაყოფილებელია : (
დღეს ვიყიდე კალცი და უნდა ვსვა და ვსვა.
არადა ხაჭოს და სმეტანასაც ვჭამ, ყველსაც, რძესაც, მაწონსაც, მოკლედ რძის პროდუქტები ჩქეფს სისხლის ნაცვლად ლამისაა, მაგრამ გასკდი თუ გინდა, "თუ ბუნებამც არ უშველა" - ფეხები რა.