აუ, დღეს ჩემს უბანში მაგარი ამბავი იყო:
გვერდითა სახლზე, რომელთანაც საერთო კედელი გვაქვს, დენის კაბელს გაუჩნდა პატარა ცეცხლი.
დაინახა მეზობელმა,
აიწია პანიკა,
შეიყარა მთელი სასტავი და ზოგი პატრულში რეკავდა, ზოგი სასწრაფოში, ზოგი სახანძროში

არადა ისეთი "ხანძარი" იყო, რომ თუ კარგად არ დააკვირდებოდი, არ ჩანდა ცეცხლი

მე ამ დროს მეძინა და გამეღვიძა.
ჩემი დედამთილი შემოვიდა, ხანძარია, ადექიო.
ვაფშე არ მეშინია ეგეთი რამეების, რა ვიცი, რატო

არც მიწისძვრების, არც არაფრის..
ნელა ავდექი, ჩავიცვი და გავედი.
ამ დროს დენი გამორთეს და 1 რკინის კრუშკით დაასხეს წყალი იმ "ხანძარს".
მოვიდა 3 სახანძრო, წივილ კივილით და ერთი ამბით

რა საყვარლები იყვნენ.
გოგებაშვილიდან ამოუხვიეს და გაიჭედნენ შუაში, მართლა ხანძარი რომ ყოფილიყო, ამოვიბუგებოდით აქა.
მერე, რომ მიხვდენენ, რომ ვერ ამოდიოდა მანქანა, ფეხით ამოცუხცუხდნენ საყვარლად, დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი

ნუ წავიდნენ ესენი, ჩაიხონხლენ ძლივს ამ ვიწრო ქუჩაზე.
მერე მოვიდა თელასი.
მარა ჩვენ ისე მოვედითო, ეხლა სხვები მოვლენო.
მოვიდნენ ის სხვები.
და კულმინაცია:
მოვიდა ტელევიზია

ჩვენ ვუთხარით, პოლიტიკური ამბავია ესაო, ასე თავისით არ გაუჩნდებოდა ხანძარი ამ კაბელსო. უეჭველი ოპოზიციის გაჩალიჩებულიაო

ვოტ!
თქვენ კიდე იძახით, მიშა არ გვინდაო.

ჭირი იქა, ლხინი აქა.
* * *
addictedგოგო, 350 გელა ჩემი ლეპტოპის დამტენი ღირს, გიჟი ხო არ ხარ შენ

პატარები როა ხო იცი, ბავშვებს რომ დაურიგეს სკოლაში, საფულის ტოლი როა,
ეგენი ღირს 300დან 600 ლარამდე.