მოკლედ, მოვედი როგორც იქნა კომპამდე.
დილით ექიმთან ვიყავი, მერე დედაჩემი და დეიდაჩემი მოვიდნენ, ისინი გასულები არ იყვნენ, ჩვენეი მეგობრები მოვიდნენ

უჰ, დავიღალე. 3 საჭმელი გავაკეთე. მაგარი ვიქალე დღეს

ხო,
რაც შეეხება ჩემი და კნუტის ამბებს:
დილით გავქანდით ეხოზე ქეთისთან,
სავარაუდოდ ტონუსი იყოო, ეხლა არაფერი არ ჩანსო, ბაიაც კარგად არის, მორკალული წევს, თავი ქვემოთ აქვს, ხერხემალი მარცხნივ და ფეხები მარჯვნივ

ჭიპლარი აქვს ერთხელ შემოხვეული, არამჭირდოდ
არ არის საშიშიო, ქეთიმაც მითხრა და შორენამაც, მაგრამ მე მაინც დავფეთდი

დანარჩენი ყველაფერი ნორმალურადაა, ზომებიც და წონებიც და ა.შ.
1 კილო და 550 გრამი ვართ, 30.5 კვირის ორსულობას შეესაბამება ფეტომეტრიული(მგონი სწორად დავწერე) მონაცემებით, მენზის თარიღის მიხედვით რამდენიმე დღით მეტია, თავიდანვე ასეა, ამიტომ საშიში არაფერიაო, მთავარია არ ჩამორჩესო.
სურათები გადავიღეთ, ხვალ დაასკანერებს ოთო და გაჩვენებთ, როგორი სიმპაწიური ყმაწვილები ვართ.

ქეთიმ გვითხრა, რომ ძალიან ლამაზი თავის ფორმა და ცხვირი აქვსო, ოთო ჭკუაზე არ იყო სიხარულისგან

და დამახასიათებელი ზედა ტუჩიო, ჩვენც დავინახეთ, რაღაცნაირი გამოყვანილი ტუჩები აქვს

მერე კატეგე გაავკათეთ შორენასთან,
კარგი გოგო-ბიჭები ვართ. პრობლემები არ გვაქვს.
გინეპრალი უნდა გავაგრძელო 1 კვირა, ამასობაში სხვა წამლებსაც ჩავამთავრებთ და მერე სისხლს, ჰემოგლობინს, კუაგულოგრამას და შარდს გადავამოწმებთ და შესაბამისად გავაგრძელებთ წამლებს.
მოკლედ დავმშვიდდი.
გუშინ რა ეცა ამ ჩემს ველურს, არ ვიცი