დღეს მაგარი... უცნაური შემთხვევა მქონდა. სამწუხაროდ ბლოგზე ვერ დავწერ, იმიტომ, რომ ის ადამიანი ჩემი აქტიური მკითხველია და აქ მაინც გაგიზიარებთ

მოკლედ, არის ერთი ტიპი. სულ ორჯერ თუ სამჯერ მყავს ნანახი, რაღაც საერთო საქმეზე, სემინარის პონტში შეხვედრაზე. პირველად როდესაც შევხვდით, ჩემი ქმარიც მახლდა თან და აღფრთოვანებით გამოჰკითხა, უნდა დაესწროო მშობიარობასო? მე დავესწარი და გადავიღე კიდეცო, და გამაყუჩებელს ითხოვდა ჩემი ცოლი და არ გავაკეთებინეო. გინდა ვიდეო განახოო? (ლეპტოპით დააქვს. თან ნუ "ახალი ემოციაც" არაა, 6 წლისაა უკვე ის ბავშვი)...
ნუ არ ვიცი მაშIნ კიბორგამ თავი აირიდა.
დღეს მესამედ ვნახე ეს ადამიანი, აი მართლა ძალიან კარგი ტიპია, ჭკვიანი და საინტერესო მოსაუბრე. ისევ რაღაც სემინარის პონტში. იქიდან წავედით ერთი 5-6 გოგო + ეგ საჭმელად. დავჯექით და მომიყვა მთელი მშობიარობა, ასევე ძუძუ როგორ უნდა ვაჭამო სწორად ბავშვს და რომ ეპიდურალური არ გავიკეთო! და ახლა უკვე ჩვენ (გოგოებს) - გინდათო განახოთო მშობიარობის ვიდეოო?
აა მეთქი არა გმადლობთ, იყოს

მაგრამ 10 წუთის მერე მაინც ჩართო ლეპტოპი, მოგვიტრიალა და გვაყურებინა თავისი ცოლის მშობიარობას!!!!! გადახვევების გარეშე!!
[კიდევ კარგი 15 წუთში გააჩინა იმ ქალმა]
Freaky

წარმოიდგინეთ სიტუაციის მთელი მარაზმულობა
This post has been edited by Kissie on 23 May 2009, 02:12