ვაიმეეე, აქ ფინანსებზე ლაპარაკობთ?

რა საოცრება.. მოვყვები ეხლა ჩემს გასაჭირს

რამდენიმე წელია ჩემი ოჯახისგან ფინანსურად დამოუკიდებელი ვარ.
ასევე ჩემი ქმარიც.
მე ჩემი შემოსავალი მყოფნიდა(უფრო სწორად არ მყოფნიდა და ოვერდრაფტში გავდიოდი ყოველ თვე, მაგრამ არავინ სარჩენი არ მყავდა და დიდ ხარჯები არაფრისთვის არ მქონდა გასაწევი, ამიტომ როგორც გამიხარდებოდა ისე ვხარჯავდი ჩემს არც თუ ისე პატარა ხელფასს.
ჩემს ქმარს თავის, ასევე არც თუ ისე მცირე, შემოსავლის 80% კრედიტებით ქონდა გაძეძგილი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ფინანსურ კრიზისს არც ის განიცდიდა, იმავე მიზეზის გამო - არანაირი ხარჯი არ ქონდა, რომლისთვისაც ფული უნდა დაეზოგა და ეკონტროლებინა.
მე რომ გავიგე, რომ ორსულად ვარ, იმ დღეს გავიგე, რომ სამსახური აღარ მაქვს

შესაბამისად დავრჩი სრულ ნოლზე, უფრო სწორად 1 თვის კომპენსაციაზე, რომელსაც შემდეგ 1 თვეში დედა აუტირა წამლებმა და ანალიზებმა.
მერე ჩემს ქმარს მოემატა ჩემი ხარჯები, ანუ წამლების და ექიმების ხარჯები, ჯერჯერობით მეტი არაფერი.
მაგრამ ვინაიდან ამაზეც არ გვქონდა გათვლილი, მთელ ხელფასს ისე ვითვისებთ, რომ დაჟე მინუსში გავდივართ.
ვცხოვრობთ ჩემი ქმრის სახლში, დედასთან და ძმასთან ერთად.
სახლში საჭმლის 90% დედამთილზეა, ასევე გადასახადების და სხვა ხარჯების 100%.
ჩვენ მხოლოდ - ეხო, ექიმი, წამალი.
სამშობიაროს ფული ჯერ არ ჩანს ჰორიზონტზე,
ასევე არ მიყიდია ბავშვის საწოლი და არანაირი სხვა ნივთი.
კარგი ისაა, რომ ბევრი რაღაც გვაქვს და არ გვჭირდება ყიდვა.
და კიდევ ის არის კარგი, რომ ხვალ გადაწყდება, 2100 ლარი ექნება ხელფასი თუ 3000

ცალკე გადასვლა უახლოეს 6 თვეში არ იგეგმება, უფრო სწორად ვერ იგეგმება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ 3000 იან სამსახურში გადავა, რამდენიმე თვე კრედიტებიდან ამოსვლას დაჭირდება.
მე აგვისტოშივე რომ დავიწყო მუშაობა, მაინც არ გადავალთ ალბათ ცალკე.
ბინაში, გადასახადებში და საჭმელში რაც ფული წავა, იმას 6 თვის შემდეგ კრედიტში გადავიხდით და ვიყიდით ბინას, ჰაერში გადაყრილი მაინც არ გამოვა.
მაგრამ მთავარია, უახლოესი რამდენიმე თვე მშვიდობიანად გადავლახოთ და ელემენტარულ ხარჯებს გავწვდეთ ვალების გარეშე

მოკლედ, ფულზე რომ დაიწყებთ წუწუნს, მეც დამიძახეთ ხოლმე