გრძელი და წუწუნა პოსტი, შეგიძლიათ არც წაიკითხოთ, მე ჩემთვის ვიცლები

37 კვირის გავხდი დღეს
ყველა საიტზე წერია, აწი დღე-დღეზე ელოდე, ფულლ ტერმ არის უკვეო.
ძილი მაქვს არეული და ნერვები.
გუშინ ხალათი და პერანგები და მეძუძურის ლიფი ვიყიდე
ა ხო კიდე ჩუსტები და ძუძუზე დასაკრავი სილიკონის თავები, მაინც ყოველი შემთხვევისთვის, კოტექსიც. რა საკაიფო ზედაპირი აქვს ისე, რბილი, ჩვეულებრივადაც მაგას ვიხმარ ხოლმე ალბათ, ოლვეისს ძაან უხეში ზედაპირი აქვს.
რაღაც ზებანძი ფოხანი ტრუსიკებიც, რომელსაც აუცილებლად გადავყრი, ადამიანი გავხდები თუ არა

ბანდაჟები ვნახე ბევრნაირი, ნეტა რომელი სჯობს, ალბათ მაღალი წელი რომ აქვს და ზმეიკები გვერდებზე და ქვემოთაც გრძელი რომაა, მაგრამ იმ სიცხეში ეგეთში გავიგუდები.
პერანგები ცოტა მოკლეა ისე მემგონი

აი ჰელლო კიტტყ და ეგეთები რომ ახატია, ეგეთია ორი ცალი და მესამე შედარებით გრზელი, წინ ზმეიკიანი, მაგრამ საყვარელი იყო და სარაფანას ჰგავს, ისეც ჩავიცმევ მერე სახლში და ვერ შევიკავე თავი.
ოფ ჯანდაბას, ახლა კიდევ ჯაჯები თუარ მეცვა რა, ისედაც უხასიათოდ ვარ, ამ ფერადმა რაღაცეებმა მაინც იმასმიქნას.
ახალ ბინას ვერ ვიტან რატომღაც, ჯერ არ გადავსულვართ, გუშინ დავალაგებინე და რამდენიმე საათი გავაარე იქ და იასნია, როგორც ხდება ხოლმე, უამრავი ნაკლი აღმოვუჩინე

ვიჯექი და ვბღაოდი, თან დამლაგებელს რომ არ დაენახა, ის კდევ ცალკე ნერვებზე მშლიდა, ბუბკიდან დაწყებული - პოლისჯოხით დამთავრებული ყვველაფერზე მეკითხებოდა, რა ღირსო და მერე თავს აქნევდა "ნწ ნწ ნწ ჩვენთან ისე იაფია ("ჩვენთან"=გლდანი).
სამაგიეროდ მოვიფიქრე დიიიდი ავეჯის გადაადგილებანი, ისე, რომ ბავშვს სყველაზე კაი და ლამაზი და მოსახერხებელი ოთახი ერგება და მთელი დღე წყნარადაც ეძინება, ჩვენი წინ და უკან თრიხინის გარეშე. ახლა ქმრის ჩამოსვლას ველოდები, ორდღიანზეა, რომ ვახარო, რა მძიმე დღე ელის
ხოდა კიდევ შემპირდა, რომ კედლები რადგან ძალიან მახინჯია ლოჯში [რამაც მაგრად დამთრგუნა], გაღებავს და დახატავს ზედ მზეებს და რაღაცეებს

და ყავისფერ ფარდებს ჩამოვხსნით და ყვითელს დავკიდებთ და მერე ყველაფერი კარგად იქნება.
ბავშვი დაუჯერებლად დიდზე იბზიკება ხანდახან და ვფრიკავ ხოლმე.
საერთოდ ვერაფრით წარმომიდგენია, როგორი იქნება და საერთოდ, თითქოს რაღაც არარეალურ იმაში ვცხოვრობ, ბუნდოვნად მიდის ყველაფერი. იმედია ბავშვის ტირილი გამომაფხიზლებს.
დედაჩემმა მკითხა გუშინ, გიყვარსო?
და მე ვუთხარი არა, ჯერ არ ვიცნობ და როგორ უნდა მიყვარდეს-მეთქი