Kissieყოჩაღ შენ, კარგად გამობრძმედილხარ

მე სახლში ჩასაცმელად ვიყენებ:
1. მოკლესახელოიან ბოდეებს, ბევრი მაქვს, მაგრამ სულ 5ს ვატრიალებ, რაც მომწონს ვიდზე.
2. მთლაინ პოლზუნკებს, 2 3 ცალს,
3. მაიკებს, რომელსაც ბოდეს ზემოდან ვაცმევ, 3 4 ცალს,
4. ფეხიან შარვლებს, მაგასაც 3 4 ცალს,
5. წინდებს (ოხრად მაქვს), ქუდებს (ბანაობის შემდეგ)
6. ჟაკეტებს, ზოგს კაპიშონი აქვს, ზოგს წინ თათები, ზოგი ჩვეულებრივია.. ძირითადად 3ს ვხმარობ.
გარეთ რომ გამყავს ვაცმევ გრძელსახელოიან ბოდეს, შიგნით ძაააალიან თხელ მაიკას და კომბინიზონს.
გარდა ამისა აქტიურად ვიყენებთ:
1. პატარა ცხვირსახოცებს პირის მოსაწმენდად, 5 ცალს დაახლოებით
2. პილიონკებს, ასე 5 6 ცალს, რომლებსაც ჩემს საწოლზე ვუფენ, როცა ვაჭმევ, და გასამშრალებლად პირსახოცზე უკეთესად ვიყენებ, უფრო კარგად აშრობს,
3. პირსახოცი, რომელიც 3 მაქვს სხვადასხვა ზომის, მაგრამ 1ზე მეტი არ გვჭირდება ჯერ.
4. 1 თხელი პლედი და ერთი შედარებით სქელი საბანივით. (ადიელა შენახული მაქვს ზამთრისთვის და სქელი საბანი საწოლში დევს, ვითომ ვაფარებ ხოლმე

)
5. გამოსაცვლელად კამოდზე მიფენია დაკეცილი ადიელა და ზემოდან წყალგაუმტარი პილიონკა, რომელიც მაჩუქეს და არ ვიცი სად იყიდება.
ასევე ოთახში მაქვს:
1, კამოდი, რომელშიც აწყვია ბავშვის ნივთები და ზედ მიფენია ზემოთხსენებული ადიელა და ვუცვლი ხოლმე,
2. თაროები კამოდის გვერდით, რომელიც სპეციალურად გავაკეთებინე, რომ ბავშვის ჰიგიენის ნივთები დამეწყო,
ნაგვის ყუთი, რომელშიც გამოცვლილ პამპერსებს და სალფეტკებს ვყრი, რომ იმ წუთში არ მომიწიოს ცენტრალურ ნაგვის ყუთთან გაქცევა

3. პატარა კალათი, რომელშიც გასარეცხ რაღაცეებს ვაწყობ.
მგონი მორჩა
* * *
kristenმეც ჩამოგიწერ, რაცხა ლაპარაკის მუღამზე მოვედი,
აი ეხლა ჩემს თაროს შევხედავ და დავწერ ყველაფერს, რაც ზედ მიწყვია

1. ჰაგისის პამპერსები(ყველა ვიხმარე, რაც იყიდება და ამაზე შევჩერდი.)
2. პამპერსის ქვეშ წასასმელილ კიკოს და ველედას კრემები,
3. ჯონსონის ზეთი, რომელსაც იშვიათად ვხმარობ,
4. მრგვალი და ჩვეულებრივი ბამბები
5. სველი სალფეტკები, ტაკოს გასაწმენდად
6. ყურის საწმენდი ჩხირები (დამცავიანი და ჩვეულებრივი)
7. ჭიპის დასამუშავებლად: იოდი, პერეკისი, შპრიცი(პერეკისის ამოსაღებად ბოთლიდან) და რაღAც ფხვნილი, არ მახსოვს სახელი
8. აბაზანისთვის: ბადუზანა, ღრუბელი, წყლის თერმომეტრი
9. ჩემთვის: მკერდის საფენები და ჭიქით სოდიანი წყალი, რომ მკერდი გავიწმინდო, სანამ ვაჭმევ.
ბოთლებს და მისთანანს არ ვიყენებ, ბუნებრივ კვებაზე მყავს, ხელოვნურის ატრიბუტები კისის ეცოდიენბა.
მგონი არაფერი არ გამომრჩა.