ახლა ჰიგიენის ნივთებს და მსგავს რამეებს ჩამოვწერ.
[გაფრთხილება: მე არ განვეკუთვნები ბავშვზე განსაკუთრებით გადაყოლილთა რიცხვს, არ მიყვარს ბავშვისთვის ზეთების და რაღაცეების თხიპნა, რაც არ სჭირდება. ასე რომ ჩემი სია შეიძლება ბევრ სხვისთვის აუცილებელ ნივთს არ შეიცავდეს]
დასაწყისისთვის დაგჭირდებთ:
ბავშვის ვანოჩკა [უმეტესობა კომპლექტში მოდის, ვედროსთან ერთად მაგალითად და ქოვშასთან, აი წყლის დასასმელ 'კრუშკასთან' ერთად რა]
ცოტა ხანში აღმოაჩენთ, რომ ბავშვის ვანოჩკაში ბანაობაზე ბეევრად მოსახერხებელი არის ვედროში ჩასმა და ისე დაბანა. კიდევ ცოტა ხანში აღმოაჩენთ, რომ პირდაპირ რაკოვინაში ყველაზე იოლია და მარტოც შეიძლება გამკლავრება

ჭიპის დასამუშავებელი ვეშები (დამუშავების მეთოდებიც განსხვავდება, პირადად მე შევჩერდი პერეკისი - მომშრალება - კურიოზინის დაწვეთებაზე. 2 კვირაში შეუხორცდა სადღაც. თუმცა ამაზე მეტი არ დაგჭირდებათ არაფერი, რა მეთოდიც არ უნდა აირჩიოთ)
პერეკისი (წყალბადის ზეჟანგი)
სამედიცინო სპირტი
ზელიონკა
კურიოზინი
პიპეტკაბამბა ჩვეულებრივი და ტამპონებიცხვირის საწმენდი ჩხირები- საბავშვო და ჩვეულებრივი
საბავშვოთი, ანუ რაღაცნაირი თავი რომ აქვს, ძალიან ღრმად რომ შეყო, ვუწმენდ ყურებს, ჩვეულებრივით კი - ცხვირს, იმიტომ, რომ ცხვირში ის დიდბამბიანი არ წვდება საკმარისად.
ვაზელინი (ამის ნაცვლად ვხმარობ კოლხურს, ცხვირის გამოწმენდისას ჩხირზე წასასმელად)
მრგვალთავიანი მაკრატელი ან ახალშობილის კუსოჩკა (რომელსაც უკეთ ხმარობთ)
ტალკი
ბუბხენის კრემი იმას, თუ რას წაუსმევთ პამპერსის ქვეშ, წყვეტთ მხოლოდ და მხოლოდ თქვენ, ბავშვის ინდივიდუალურობის გათვალისწინებით. მომხრე და მოწინააღმდეგე ყველას ჰყავს. მთავარია ზეთი არ წაუსვათ.
მე პირადად თავიდან ვხმარობდი კრემს, მაგრამ სქელია და უხურებდა, მერე გადავედი პუდრაზე და ბოლოს მივხვდი, რომ ზედმეტი უაზრო ჩალიჩია, არ სჭირდება ამის ტაკოს ჯერჯერობით არაფერი და ამიტომ მხოლოდ ჩაბანა-გამშრალებით შემოვიფარგლებით.
ცხვირის ფშიკი (პატარა კლიზმის პონტშია) -
ზოგი ვერ ხმარობს, მე კარგად ვხმარობ, განსაკუთრებით, როცა ცოტა სველი ჟღვინტლი აქვს, უცებ გამოაქვს. მერე მაინც ვუსმევ ხოლმე ჩხირითაც.
ბავშვის დუშგელიაქ ვგულისხმობ კომბინირებულ რამეს, თმისთვის და ტანისთვის ერთად რაცაა. ბიოლაინი, კლივენი - ბევრნაირია. ცალკე შამპუნი და ცალკე საპონი არ იყიდოთ, ბავშვის ბანაობისას ათასის ხვადასხვა ბოთლის გახსნის თავი არავის აქვს.
წყლის თერმომეტრიეს თავიდან, რომ არ შეგეშინდეთ, რომ რაიმეს არასწორად აკეთებთ

მერე დაამუღამებთ ტემპერატურას ხელის ჩაყოფითაც.
დისფლატილი, ინფაკოლი ან რაიმე გაზების წამალი.სოსკა, თუ აპირებთ, რომ ახმაროთ
(2-3, რადგან სულ იკარგება

უფროს წორად, არ ეგხსომებათ, ბოლოს სად დადეთ)
სავარცხელი - ერთად იყიდება ხოლმე საბავშვო ჩოთქიც და თხელის ავარცხელიც. ჩოთქი კარგია თავის მასაჟისთვის და თხელი კი - ფუფხები თუ გაუჩნდა, იმგნის მოსაცილებლად. ოღონდ აუცილებლად შეხედეთ, რომ მომრგვალებული პირები ჰქონდეს, თავის კანი რომ არ დაუჩხაპნოს.
ელექტროთერმომეტრიყურის, პირში ჩასადები, სოსკის ფორმის - რომელიც მოგეხერხებათ.
რა მქონდა, მაგრამ არ მიხმარია: გვირილა და ჩერედა, რადგან ჩვეულებრივ წყალში ვბან, 3 დღეში ერთხელ კი - შამპუნით.
ღრუბელი - მოუხერხებელი სახმარია, თუ მაინც და მაინც რაიმეს გასმა გინდათ და ხელით დაბანა არ გაკმაყოფილებთ, მაგას ისევ წინა პოსტში დაწერილი washcloths სჯობს, პირსახოცის პატარა დასველებული ნაკუწი.
ზეთები
გაზგამყვანი - დედაჩემს უყიდია ყოველი შემთხვევისთვის, მე ბევრი ვიკითხე თუ ცოტა ვიკითხე, ადვასკვენი, რომ კარგი არაა ამის ხმარება. საერთოდ,რ ამის კიტინი ბავშვის ტაკოში სასურველი არაა

თუმცა ვილი უპრობლემო ბავშვია გაზების მხრივ და სხვას რომ არაფერს ეშველა და საათები ეტირა, გადავდგებოდი ჭკუიდან და შევურჭობდი ალბათ ბოლოს.
p.s: გამახსენდება რაღაცეები და ნელნელა შევავსებ ამ სიას.
This post has been edited by Kissie on 4 Sep 2009, 12:24