1. სარეცხს ვტოვებდი გარეთ, ამას მგონი გაციებას აბრალებენ, ხოდა ერთხელ ჰქონდა გრიპი, სხვა დროს სიცხეც კი არ ჰქონია

2. ღამე მოდიოდნენ სულ მამამისი და მისი ნათლია, არ ვიცი ამაზე რას ამბობენ, მაგრამ როგორც მოგახსენეთ მშვენივრადაა და ღმერთი დაგვიფარავს ყოველთვის როდესაც მისი რწმენა გვექნება
3. ღვთის მწამს და როცა გრიპი ჰქონდა ერთი დღე ძალიან გამიჭირვეულდა მართლა ვერ ვაჩერებდი, დავანთე ხატებთან სანთელი ბავშვი ხელში მეჭირა და ლოცვა დავიწყე, რო მოვრჩი ბავშვი დაწყნარებული იყოდა სანთლის შუქს უღიმოდა, ამ გრიპმა ჩემი ქმარი 1 კვირა ლოგინად ჩააგდო!
4. რაც მეტს ფიქრობ სისულელეებზე მით უფრო იძაბები და მეტ შეცდომა უშვებ
5. როცა ცრურწმენებს იცავ არღვევ 10 მცნებიდან პირველს როგორც მე ვიცი ასეა
ასევე არ მჯერა მკითხავების, ერთ ფაქტს მოვყვები:
ფოტში ვიყავით დაქალის ბიძის სახლში და გოგოებს ძალიან აინტერესებდათ ერთი მკითხავის ნახვა, რომელზეც საოცრებებს ყვებოდნენ, ნუ [პატივი გვცეს და ეს მკითხავი (ყავაზე მკითახობდა) მოიყვანეს სახლში, ყავა ყველამ დავლიეთ და გამომდინარე იქიდან რომ ყოველთვის ვერთობოდი ყავის ჭიქაში ჩახედვით ამოვაბრუნე ჭიქა ჩვეულებისამებრ, თუმცა მკითხაობის სურვილი არ მქონია, ხოდა მოკლედ ამ ქალმა ემ ჭიქაშიც ჩაიხედა და მეუბნება ასეთ რამეს 2 მამაკაცი გყავს გულშიო და დროზე თუ არ გააკეთებ არჩEვანს ორივეს დაკარგავო! არადა 18-19 წლის ვიყავი და საერთოდ სიმპატიის ობიექტიც კი არავინ მყავდა

ხოდა მე კი გავიცინე, მაგრამ სხვებს ხო ამ ქალის სჯეროდა და ლექციებს მიკითხავდნენ, როგორ არ ვარგა 2 კაცთან თამაში და როგორ შეიძლებოდა დავზარალებულიყავი, მოკლედ ტვინში წიხლი ჩამიყვეს

არადა სხვა გოგოებს რაც უთხრა იმათ სჯეროდათ და ერთ-ერთს უთხრა შემოდგომაზე ხელს გთხოვენო, მაგრამ თუ უარს იტყვი გაზაფხულზეო, მარტშიო შენი ცხოვრების მამაკაცს სეხვდები და ის მოგიყვანს ცოლადო, დღესაც გასათხოვარია ის გოგო და თან იმ პერიოდში არათუ ხელი არავის უთხოვია, ისე თაყვანისმცემელიც კი სერიოზული არავინ ყოლია
მოკლედ ზღაპარია ეს ყველაფერი ასე ვფიქრობ მე და მაგალითიც უამრავი მაქვს ირგვლივ