
აბსოლუტურად გეთანხმები! მითუმეტეს, რომ ფორმალური ვიზიტებია, პოლიკლინიკის პედიატრების დანიშნულებას გამოსვლისთანავე ნაგვის ურნაში ედება ბინა.
M-a-k-u-n-aძალიან კარგი იდეაა ფეისბუქის ჯგუფის. მე სამსახურში ფბ დაბლოკილი მაქვს, თუ შეგიძლია, დაიწყე და ხალხი გავაწევრიანოთ.
ადგილის თვალსაზრისით, სად ჯობია? რომელიმე სამინისტრო/სახელმწიფო უწყება, თუ რაიმე სკვერი? ანუ, მიტინგის სახე კიარ მივცეთ, ერთი დიდი შეკრება მოვაწყოთ, "სასეირნოდ" წავიყვანოთ ბავშვები და ჩვენ, ორსულები "დასასვენებლად" გავიდეთ, და ძალიან მშვიდად, წყნარად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. შეიძლება ფოტოგამოფენა გავაკეთოთ, რაც პლაკატებზე მეტის მთქმელი იქნება. მოვიწვევთ ტელევიზიებს. ან შეგვიძლია ამ შეკრებიდან ყველა ერთად ფეხით დავიძრათ რომელიმე უწყებისკენ, ანუ მსვლელობასავით გამოგვივა.
ძალიან კარგი ფორმით შეგვიძლია ამის გაკეთება. თან ერთმანეთს შევხვდებით და გავიცნობთ

შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაციებს/რედაქციებს დავუკავშირდეთ, რომ რაღაც ორგანიზებული სახე მივცეთ ამ ყველაფერს.
დროის თვალსაზრისით, ორგანიზებას დრო ჭირდება, ალბათ დეკემბერში აჯობებს. არა?
This post has been edited by მანიაჩკა on 21 Nov 2012, 09:27