მე ვიზომავდი რამდენიმე თვე, თან ძალიან მეზარებოდა. ბუდელნიკის დარეკვისთანავე თერმომეტრს ვიღებდი
და ნახევრად მძინარე ვიწყებდი საშინელ პროცესს

მერე ექიმს ვკითხე რამე გადამწყვეტს აკეთებს ეს ბაზალური ტემპერატურის გაზომვა თქო და
მიპასუხა გადამწყვეტს არა მაგრამ რაღაც სურათი იქმნება ამ ჩვენებებითო. მე არ ვეყრდნობი მთლიანად ტემპერატურის ცვლილებებს მაგრამ
შედეგი მაინც მაინტერესებსო.
წინა თვეში 17 დღეს ამივიდა ტემპერატურა 37,4 ზე და აღარ დავარდა დარჩა ასე.
შედეგი მორიგი მენსტრუაცია .
არადა 2 დიდი გატიკნული ფოლიკული მქონდა

ხვალიდან 10 აბი დუფასტონი უნდა დავიწყო, მერე ისევ ექიმთან მივიდე და ისევ მონიტორინგები
დავიღალე
აუ რამდენი ვიწუწუნე მაგრამ მართლა ძალიან ძალიან დავიღალე ამდენი ლოდინით.
არ ვფიქრობ თითქოს ბევრს მაგრამ მაინც მეფიქრება. არ გამომდის იგნორირება