ტემპერატურის გაზომვას 7-8 დღიდან ვიწყებ ხოლმე, თავიდან 36.7 მაქვს მერე სადღაც 11-12 დღს 37.2 და ერთ-ორ დღეში 37.3 ან 37.4 ადის და რჩება ასე.
რომელირაცა რუსულ საიტზე ვნახე გრაფიკების 3 შემთხვევა. 1. როცა არაა ოვულაცია 2. ოვულაცია ფეხმძიმობის გარეშე. 3.ოვულაცია დაფეხმძიმებით.
სამივე გრაფიკი განსხვავებულია. ჩემს გრაფიკს რომ შევადარე ფეხმძიმობის გრაფიკი მაქვს ყოველ თვე
ექიმს რომ ვკითხე ბაზალური ტემპერატურის ჩვენებებზე, მითხრა რომ ამ ჩვენებას არ ეყრდნობა ხშირ შემთხვევაში.
ყველა ქალს ინდივიდუალური ჩვენებები აქვსო.
ერთხელ ისეთი პაციანტი მყავდა საერთოდ არ ასვლია იმ თვეში 37 ზემოთ ტემპერატურა და ორსულად დარჩაო.
ვიზომავ იმიტომ რომ მეკითხება ხოლმე მაინც რამდენი გაქვსო და ისე არასდროს ჩემი ტემპერატურით დასკვნა არ გამოუტანია და არც მკურნალობა დაუნიშნავს.