მართალი ხარ
blblblმოკლედ გაგრძელება:
ზემოთ მოყოლილი ამბის და კიდევ ბევრი ანალიზების და "ჩხიკინის" მერე,
- მათ შორის მომიწია ლაპარასკოპიულად მილების პლასტიკის ოპერაციის გადატანა-
მოკლედ ექიმებმა მითხრეს ესეთი გაურკვეველი დაიგნოზი:
შეიძლება ერთ თვეში დარჩე ფეხმძიმედ და შეიძლება საერთოდ არასდროსო
ხოდა მივხვდი რომ მარჩიელობის ნერვები უკვე კაი ხანია აღარ მქონდა და
ვინაიდან არჩილ ხომასურიძემაც მირჩია (ჟორდანიას უფროსი) გადავწყვიტე ინვიტრო განაყოფიერება - ანუ "სინჯარის ბავშვი"
როგორც ეძახიან.
ვისაც ეს პროცედურა გაინტერესებთ დაახლოებით ასე ვითარდება:
დაახლოებით ერთი თვე ვსვამდი სტიმულატორებს - ეს იმისთვისაა რომ კვერცხუჯრედები მომწიფდეს,
ანუ თვეში საშუალოდ მწიფდება 1 კვერცხუჯრედი (ნუ არსებობს გამონაკლისებიც რა თქმა უნდა ტყუპების შემთხვევაში)
ხოდა ეს სტიმულატორები არის იმისათვის რომ მომწიფდეს 3-4-5 კვერცხუჯრედი,
ძალიან ბევრიც არ არის სასურველი, როგორც წინა თემაში დაწერა ერთმა 40 კვერცხუჯრედი მომწიფდაო - ეს არის ჰიპერსტიმულაცია
და ცოტა მძიმე გადასატანია ორგანიზმისთვის, კერძოდ საკვერცხეებისათვის.
მოკლედ სტიმულაციის პერიოდში რამოდენიმე დღის შუალედით დავდიოდი ეხოზე
სადაც აკვირდებოდნენ კვერცხუჯრედების მომწიფების პროცესს,
როდესაც სათანადოდ მომწიფდა დამიბარეს პროცედურაზე
- ნარკოზის ქვეშ ამომიღეს საკვერცხიდან მომწიფებული კვერცხუჯრედები,
ჩემ შემთხვევაში იყო ორი და ორივე გაანაყოფიერეს
(ხო ნუ მანამდე რა თქმა უნდა ქმარსაც მოუწევს ცოტა "შრომა" რომ სპერმა ჩააბაროს

)
მეორე დილით დამირეკა ქალბატონმა რომელიც აკეთებს განაყოფიერებას სინჯარაში
და მითხრა რომ ორივე კვერცხუჯრედი განაყოფიერდა და ორ დღეში მივედი უკვე
შემდეგ პროცედურაზე.
ამჯერად ნარკოზი აღარ დამჭირვებია, პროცედურა მტკივნეული არ არის,
სანამ განაყოფიერებულ კვერცხუჯრედებს გადამისვამდნენ მანამდე მიკროსკოპშიც კი დამანახეს ჩემი პატარა
(პატარა იმიტომ ვამბობ რომ მხოლოდ ერთი მიმაგრდა ორიდან)
გამიშვეს სახლში, გამომიწერეს რამოდენიმე წამალი მათ შორის უტროჟესტანი,
დაახლოებით 10 დღე ვიწექი სახლში, განძრევისაც მეშინოდა თუმცა ექიმს არ დაუნიშნია წოლითი რეჟიმი,
10 დღის მერე ისევ მივედი კლინიკაში და გამიკეთეს ტესტი - აჩვენა დადებითი

დანარჩენი ყველაფერი ჩვეულებრივად მიმდინარეობდა, უბრალოდ თურმე ინვიტრო განაყოფიერების
დროს ერიდებიან ბუნებრივ მშობიარობას რომ თავი დაიზღვიონ მოულოდნელი გართულებებისგან
ამიტომ მომიწია საკეისროს გაკეთება
შედეგი - ჩემი უფროსი ბიჭი ნიკა (ნიკოლოზი) რომელიც წელს უკვე სკოლაში მიდის

ყველაზე უცნაური ის არის რომ ნიკა 10 თვის იყო როდესაც აღმოვაჩინე რომ ფეხმძიმედ ვიყავი,
უბედნიერესი ვიყავი, მაგრამ სამწუხაროდ მეორე თვეზე გაურკვეველი მიზეზით მომეშალა.
ამის შემდეგ ზუსტად 1 თვეში როდესაც ციკლი არ მომივიდა გადავწყვიტე ექიმთან მისვლა,
ჩავთვალე რომ ეს მოშლის შედეგად რაღაც გართულება იქნებოდა ალბათ, მაგრამ ყოველი შემთხვევისათვის
მაინც ვიყიდე ტესტი - (ჩემი ექიმი პირველ რიგში ყოველთვის მკურნალობის დაწყებამდე ითხოვს ტესტის შედეგს,
(ეს ადრე ძალიან მაღიზიანებდა როდესაც დაფეხმძიმებას ვცდილობდი)
ხოდა ისევ აღმოვჩნდი ფეხმძიმედ

შედეგად ჩემი მეორე ბიჭი - იკაკო (ირაკლი) უკვე სამი წლის არის, მეოთხეში.
ეხლა კიდევ მესამეზე ვარ ფეხმძიმედ და ივლისის ბოლოს ველოდები ... ისევ ბიჭია!

მოკლედ ჩემი აზრით მე პირველი ბავშვის შემდეგ მომეხსნა ის ფსიქოლოგიური ბარიერი
რომელიც ამდენი წელი "მღრღნიდა", ძალიან მძიმე წლები იყო, ამიტომ კარგად მესმის თქვენი
რა ძნელია რომ გეუბნებიან მოეშვი, არ იფიქრო, არ ინერვიულო

მთავარია იმედს ნუ გადაიწურავთ, თქვენი ჯანმრთელი ნერვები პირველი წამალია მკურნალობასთან ერთად!
ყველაფერი კარგად იქნება, მთელი გულით თქვენთან ვარ გოგოები,
იმიტომ რომ განსაკუთრებით მესმის თქვენი როდესაც ეს საკუთარ თავზე მაქვს გამოვლილი
და ვიცი რასაც გრძნობთ!
This post has been edited by No Regrets on 1 Apr 2009, 11:50