მოკლედ ეხლა გადავიკითხე პოსტები ამ თემაში. ძალიან კარგად მესმის თქვენი, განსაკუთრებით jellyboss-ის პრობლემა ჰგავს ჩემსას

. იმ გამონაკლისით, რომ მე რამოდენიმეჯერ მომეშალა მუცელი, სადისტურად გამომფხიკეს, ათასნაირი ანალიზები მიკეთეს და ვერაფერი დამიდგინეს

ანუ დაორსულება არ იყო ჩემი პრობლემა. ჩემი ისტორიაც ზუსტად იგივენაირად დაიწყო სწავლით, კარიერით და ამბებით, რაც მერე ძალიან ვინანე, ჯერ შვილი უნდა არჩიოს ქალმა და მერე ყველაფერი (ეს ჩემი სუბიექტური აზრია). შენარჩუნების წარუმატებელი ცდებიდან და გათხოვებიდან დაახლოებით 7 წლის შემდეგ დავიკიდე ყველაფერი, ყველა ექიმი, ყველა გამოკვლევა (პრინციპში ვერაფერიც ვერ დაადგინეს და...) და ისევ კარიერას დავუთმე ჩემი თავი

და უცებ დავორსულდი. ეხლა არ ვმუშაობ, ვზივარ სახლში (რაც მინდა გითხრა ძალიანაც მომწონს) და ბავშვს ველოდები.
ასე რომ ჩემი რჩევაა მოეშვი, ბედს მიენდე, არავითარ შემთხვევაში არ იფიქრო დაორსულებაზე, უბრალოდ ისიამოვნე და 100% ვარ დარწმუნებული, რომ ყველაფერი გამოგივა.
ეხლა რაც შეეხება მილების გამტარიანობას, მე არ გირჩევ მაგის გაკეთებას, იმიტომ რომ დიდია ინფიცირების შანსი. თან შენს ასაკში ცოტაა შანსი, რომ გაუმტარობა გქონდეს. მაგის გაკეთება ყოველთვის შეიძლება და არასოდეს არ არის გვიანი.
შენი პრობლემა ალბათ უფრო გადახრილი საშვილოსნოა. ძალიან მომეწონა გრადუსი რომ განისაზღვრიათ, როგორ მოახერხეს

მეც ზუსტად ეგრე მაქვს გადახრილი, მაგრამ ეგ პრობლემა არ არის, უბრალოდ შეიძლება დაფეხმძიმება გაიწელოს დროში, თუ შესაფერის პოზას არ შეარჩევ, აქ უკვე ახსენეს ბალიშის ამოდება, ან მუცელზე დაწოლა.
მოკლედ შენ პრობლემა არ გაქვს, უბრალოდ ფსიქოლოგიურად მოეშვი და ყველაფერი გამოვა, უკვე ამ გაზაფხულს, აი ნახავ.