მოკლედ ჩემთან მხიარული ამბებია!
კბილზე შემექმნა პრობლემა და 4-5 დღის წინ მივაკითხე კბილის ექიმს, რომელმაც ანტიბიოტიკები დამინიშნა ანთების ჩასაქრობად მე კი ცოცხალი თავით არ ვსვამ - იმიტომ რომ ჯერ არ ვიცი ამ თვეში რა ხდება წეროს ამბავში....
ხო და ვატყუებ ეხლა ექიმს რაღაცებს რომ დრო გავიყვანო სანამ წეროს ოპოზიცია მესტუმრება.... ან წერო...
ისე გაგიკვირდებათ და წერო მირჩევნია....
2-3 დღე დარჩა და გაირკვევა ...
მაგარი სასაცილო ისაა, რომ ადრე ყველა მენსტრუაცია ჩვეულებრივად მეწყებოდა, ჩვეულებრივი სიმფტომებით და თითქმის ყოველთვის ზუსტად ვიცოდი როდის მოვა- როდის წავა... ზღვაზე წასვლის დროს ნახევარი წლით ადრე ვგეგმავდი და წლების მანძილზე ერთხელ არ შემშლია, ყოველთვის ზუსტად მაშინ მოვდიოდი როცა მოვიშორებდი ამ დღეებს, ან სანამ მოვიდოდნენ..
ეხლა, რაც ესეთი გამწარებული ველოდები კრიტიკული დღეების მოსვლა-არ მოსვლას - არც ისე ზუსტად აღარ მოდიან და თან ყოველ ჯერზე სხვა და სხვა სიმფტომატიკა აქვს მოსვლის წინა პერიოდს.. აი სულ რომ არ გინდოდეს, იფიქრებ რომ ამ თვეში რაღაც სხვანაირადაა ყველაფერი და ნეტა რამე ხომ არ ხდებაო... გადავირიე!
აი მაგალითად ამ თვეში მკერდმა ოვულაციის დროს რომ დაიწყო ტკივილი იმის შემდეგ სულ მტკივა, არა და მენსტრუაციამდე 2-3 დღით ადრე იწყებდა ხოლმე ტკივილს...
ასევე მოსვლის დღეს მეწყებოდა ხოლმე ძლიერი მუცელის ტკივილი და ვიცოდი რომ უახლოეს საათებში მესტუმრებოდა - წინა თვეში, მიუხედავად იმისა რომ ცოტა დაიგვიანა, საერთოდ არ მტკენია ისე მომივიდა, დღეს რაღაც სიმხურვალის შეგრძნება მაქვს მუცლის არეში - ესეც არ მქონია ადრე...
მოკლედ კოშმარ რა... ნეტა მარტო მე ვარ ესეთი "დეფექტიანი", თუ ყველა მასე ვართ ვინც ველოდებით ...???
This post has been edited by BURTYI on 6 May 2009, 18:32