მოვედი კარგი ვიდეოებით, ქალებო!
ვისაც მუცლები არ დაგრჩათ მშობიარობის მერე, გადით, გამეცალეთ

ამ პოსტსაც შეგიძლიათ გადაახტეთ!
მხოლოდ ჩვენ, ღიპიანებს გვეძღვნება
უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნოთ საზიზღარი "diastasis recti" :/
ეს არის პრესის კუნთების დაშორება გლეხურად რომ ვთქვათ, ანუ როცა მარჯვენა და მარცხენა ნაწილები პრესის კუნთებისა შორდება ერთმანეთს.
ბევრ ორსულს უჩნდება ეს დაშორება და რატომაა ახლა მნიშვნელოვანი: როცა diastasis recti გაქვთ, ჩვეულებრივი პრესის ვარჯიშები კარგს არ მოგიტანთ, არამედ პირიქით. სწორი მიდგომაა რომ ჯერ აღმოფხვრათ ეს დაშორება და მერე შეუბეროთ ჩვეულებრივი პრესის ვარჯიშებით.
ამ ვიდეოში ძალიან კარგად ხსნის ეს ქალი diastasis recti-ის შესახებ, როგორ ისინჯება, როგორ იკურნება და ა.შ.
დაახლოებით იგივე ვარჯიშებია ამ ვიდეოშიც:
როცა ეს დაშორება აღარ გექნებათ(1 - 1.5 თითამდე შემცირდება მაინც), აი ეს ვარჯიშები შეგიძლიათ დაიწყოთ.
მრავალფეროვანია და მომეწონა. მუცლის პრესის კუნთები ბევრი სხვადასხვა კუნთისგან შედგება და ყველას სხვადასხვა ვარჯიში სჭირდება. ამ ვიდეოში მგონი ყველა კუნთს ავარჯიშებს ეს ქალი, მოკლედ, ნახეთ თქვენც.
სტრიებს გადავრჩი მე

ჰოდა, კიდევ ძუძუთი კვებაზე და პარალელურად ვარჯიშზე ვარკვევდი ამ დღეებში და გავარკვიე რომ არანაირად არაა კავშირშიო, ივარჯიშეთ ნა ზდაროვიეო

მე ვერ ვიწყებ ჯერ აქტიურ ვარჯიშს და კარდიოებს მაგრამ ვაპირებ დავიწყო როგორცკი 6 კვირა გავა.
ერთადერთი, ის ეწერა რომ ვარჯიშის დროს რაღაც გამოიყოფა რომელმაც რძეს შეიძლება გამო შეუცვალოს და ბავშვმა არ ჭამოსო, ამიტომ ვარჯიშამდე თუ აჭმევთ, არც მაგის პრობლემა გექნებათო.
თავს ვერ დავდებ, ვისაც ეშინია ნუ გარისკავს, მეც წავიკითხე და ჩემი გამოცდილება არ მაქვს ჯერ-ჯერობით. დავიწყებ აქტიურ ვარჯიშს და ამასაც გაგიზიარებთ

ამ ეტაპზე მხოლოდ ჰანტელებით+ბუქნებით+აზიდვებით შემოვიფარგლები და ჯერ-ჯერობით ჯიგრულად მაქვს რძე.
This post has been edited by tamar1586 on 27 Apr 2014, 13:52