ამ ჩემს შაშას და კოლას, თუ არც გაიკეთებო, არ გითხრა?
რაღაც პოსტებს გადავხედე და სად ნახე ასეთი "ოქრო და მარგალიტი"??
არც პასუხისმგებლობა შეაწუხებს ეგეთ კაცს არასოდეს და არც სინდისი, ასე რომ იმაზე ფიქრს დაანებე თავი და შენს თავზე და ბავშვზე იფიქრე.
შენები თუ დაგიდგებიან გვერდით, გაცილებით ადვილად იქნება ყველაფერი, იმასთან შედარებით, თუ მარტო აღმოჩნდი.
რაც შეიძლება მალე ჩააყენე საქმის კურსში და გეცოდინება, რისი იმედი უნდა გქონდეს და რისთვის უნდა იყო მზად.
არიან ადამიანები, ვისაც შეუძლია რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება,
არიან ისეთები, ვინც ვერ ბედავს ხმის ამოღებასაც კი და მიყვება დინებას.
ამასწინათ იყო გადაცემა, პატარა გოგო მარტოხელა დედების(თუ რაღაც მსგავს) თავშესაფარში ზრდიდა ბავშვს, მშობლებმა უარი თქვეს ჩემზეც და ბავშვზეცო, ვერ მივატოვებდი და იმიტომ ვარ აქო.
მე ალბათ ვერ ვიზამდი ასე..
შენ უკეთ იცი შენი თავის ამბავი,
მშობლება რომ სულ ტაშიც გრიალით მიიღონ შენი ორსულობა, მაინც რადიკალურად შეიცვლება შენი ცხოვრება, მას შემდეგ, რაც მუცელი დაგეტყობა.
კარგი ისაა, რომ ადამიანები ადვილად ეჩვევიან ერთი შეხედვით აუტანელ მდგომარეობას.
მთავარია, მარტო არ დარჩე და ვინმე დაგიდგეს გვერდით, დანარჩენს ყველაფერს ეშველება: ბავშვსაც გააჩენ, გაზრდი და ახალ "სტატუსსაც" მოირგებ, თუ ძალიან ეცდები, ძველ შეცდომებს აღარ გაიმეორებ და ბედნიერად ცხოვრებასაც შეძლებ

ღმერთი შენსკენ!
პს.
ვიცი, რას ნიშნავს, როცა სულ მარტო გგონია თავი დედამიწაზე და ამ დროს უზარმაზარი პასუხისმგებლობა გიზის მუცელში

))