მოკლედ, მოვყვე ეხლა წვრილადა

დილით წავედი სოსოსთან. (რაღაცნაირად მაჩმორებს ეგ კაცი რა, მთელ ჩემს შემართებას სახეს ახევს ხოლმე

)
გამსინჯა ხელით, დიდი არაფერი საშინელებაა არაა, მაგრამ შორენამ რომ გამსინჯა საერთოდ არ მიგრძვნია არაფერი, ეს ვიგრძენი აშკარად.
1 თითზე ხარ გახსნილიო, ყელი დარბილებულიაო და წესით უნდა დაგეწყოს მალეო.
29მდე შეგვიძლია ვაცადოთ და მერე მოხვალო და "გამოვიწვევთ სამშობიარო მოქმედებასო".. მეთქი ეგ არ მინდა. არ მალაპარაკა ამ საკეისროზე, ნუ ბოდიალობ რაღაცასო

გამიშვა კტგ ზე, რახან ჭიპლარი ქონდა შემოხვეული, გადავამოწმოთ, რომ კარგად არისო და მშვიდად დაველოდოთო.
მივედი შორენასთან. დამცინეს ერთხმად

კტგ არის ისეთი, შეგშურდება რაა
ჭიპლარი მოუხსნია ჩემს ყაზილარს

არის არხეინად ჩარჭობილი თავით.
მერე ოთომ კითხა შორენას დამაჩქარებლებზე და არაფერი საშიში არააო, 3 თითზე რომ გაიხსნები, გაიკეთებ გაუტკივარებას და ვერაფერს ვერ იგრძნობო,
ჭინთვები რომ არ დამეწყოს თქო და ეგეთი რამე არ არსებობსო, ამხელა ბავშვი რომ მოგაწვება, როგორ ვერ უნდა იგრძნოო, უბრალოდ შეიძლება სამშობიარო მოქმედების სისუსტე იყოს და მაგას ეძახიან ჭინთვების არ ქონასო.
მოკლედ, მე დიდად ვერ დავმშვიდდი, მაგრამ ოთო კატეგორიულად აიღო ხელი საკეისროზე, მეშინია დანისო

ვითომ მაგას ჭრიან.
ველოდებით 29მდე.
დღეს წელი და მუცელი მქაჩავს, იმედი მაქვს, ინებებს გამობრძანებას თავისით,
თორემ მომიწევს მერე ჯერ ოთოსთან, მერე ოჯახთან, მერე სოსოსთან საკეისროზე კაჩაობა

ჭიპლარი რომ მოიხსნა, ძაან გამიხარდა, რა ყოჩაღი ბიჭი მყავს, ღმერთო ჩემო
* * *
ლილუვისთან იყავი ეხოზე?
მე ქეთი მეუბნება ხოლმე, რომ 1 კვირა კი არა, 2ც რომ იყოს ჩამორჩენა, ნორმად ითვლებაო,
თუ მერე ჩამორჩა, მიეხმარები გადასხმებით და ვიტამინებით და ამოქაჩავ,
2 კვირა ნამდვილად არაა დასაფეთებელი, ჩემი აზრით.
საჭმელს რაც შეეხება, ნუ ლაპარაკობ სოფლელივით

უნდა გამოსკდე რძით და ყველით და გააჩენ 5 კილო ბავშვს

მშიერი ხო არ ხარ, ხილზე სასარგებლოს ვერაფერს ვერ შეჭამ.
არაა მაგის ბრალი და ტყულა ნუ ინერვიულებ.