ესე იგი, მოვედი რომ დაწვრილებით მოგიყვეთ

ბლოგზე კი ვწერდი შიგადაშიგ, მაგრამ მერე ხან ვინ იყო სახლში და ხან ვინ და ხან მეძინა და ვეღარ შემოვედი აქ ადამიანურად.
მივდიოდი მეგობრებისგან სახლში, მაცილებდნენ ტაქსამმდე, გადამიტრიალდა ფეხი, ჩავჯექი და ვეღარ ავდექი :დ მუცელი არ დამირტყამს, რაც მთავარია, ეგ კი არა, ოდნავ არ დამჭიმვია, იყო წყნარად და ჭკვიანურად. აუ ორსული რომ დამინახეს, მთელი ქუცა გარეთ გამოვიდა, გაამოვშტერდი, ყინული ვერ იშოვეს და ვიღაცეებმა ნაყინი მოიტანეს უამრავი და ფეხზე დამაყარეს. დედაჩემი რომ მოვიდა, კინაღამ ბღავილი დაიწყო, ქართველები არ გადავჯიშებულვართო

მოკლედ, დედაჩემის სახლთან ახლოს მოხდა ეს, და გამოვიდა მანქანით, მეთქი მომეხმარებიან და შევძვრები მანქანაში, ავალ სახლში, მაგრამ ფეხის დადგმა რომ ვცადე და გამიყანყალდა ტერფი, მეთქი ოოო. გამოიძახეს სასწრაფო, სხვათაშორის მალე მოვიდნენ, სადღაც 8 წუთში, სამაგიეროდ სასწრაფოს მანქანა ისე ყანყალებდა

გამიყვანეს ღუდუშაურში, ჯერ ექო გამიკეთეს, კარგად იიყო ავშვი, ტონუსიც არ მქონდა და აუ, გულისცემა რომ გავიგე, იმ წამს ისე ბედნიერი გავხდი. კიდევ პაწუა ტერფი დავინახე კარგად გამოკვეთილად, ფეხის თითები, აა ახალშობილები დიდად არ მევასებიან გარეგნულად, მაგრამ აი ფეხებს მოვაჭამ ალბათ რომ გამოძვრება!!
მერე გადამიღეს რენტგენი ფეხზდე, მეგონა, რომ პროსტა ნაღრძობი იქნებოდა, არასდროს მომტეხვია რამე და როგორი ტკივილი იყო არ ვიცოდი, უფრო უარესი მეგონა მოტეხილობაზე.
მერე გამისწორეს, თაბაშირში ჩამისვეს და კიდევ ვადამიკონტროლეს რენტგენზე. ორსულად რომ არ იყოს, საოპერაციოაო. ვინტს ჩავუსვამდითო, მაგრამ ასეო მოგიწევთ ორ დღეში ერთხელ მოყვანა-გასწორება-გიპსიო.
წყალი არ დამალევინეს დამპლებმა, მალე გაგიშვეთ სახლშიო მეუბნებოდნე ლოლ

მოვედ სახლში და ვარ უსუსური

ხო, მერე დღეს გაიკითხეს ჩემებმა და გაიგეს ასკურავას არსეობის შესახებ. ამოვიდა სახლში, მომხსნა გიპსი და გადამიხვია ფეხი თავისი რაღაცით. ძალიან ბედნიერი ვარ, ის გიპსი მაგიჟებდა ისე მაწვეოდა წვივებზე, იმის მერე ცოტა მძინავს კიდეც.
ხო, მადა სადღაც გამიქრა, საერთოდ ვერ ვჭამ, წყალს ვსვამ ბევრს და ცოტცოტა ვცდილობ რამე ჩავიდო ხოლმე პირში.
ფეხი ხან მაწუხებს, ხან არა. როცა მელაპარაკებიან და ვერთოი, მაშინ მავიწყდება.
როგორ ვიმშობიარებ არ ვიცი, აზრზე არ ვარ. აი ეხლა რომ დამეწყოს, როგორ უნდა წავიდე?

სასწრაფოს გამოძახება მოგვიწევს ალბათ, არ ვიცი
საკეისროზეც ჯერ არ მომიფიქრებია, ვნახოთ რა როგორ ვიქნები მაგ დროისთვის. საკეისროს ოპცია არსად გარბის ))
დედაჩემმა, დასაწყისისთვის ვინმე დამხმარეო დავიქირავოთო, ბავშვზე მოგეხმაროთო [ნუ მინიმუმ ერთი თვე მე ვერ ავდგები და...], თუმცა ჩემი ქმარი უარს ამბობს, ჩემი შვილია და მე უნდა მოვუაროო.რატომღაც დარწმუნებულია, რომ გაქაჩავს, ისე ისკი დაავიწყდა, რომ ავშვთან ერთად მეც მოსავლელი ვყავარ და ორივეს თუ გაგვიძლებს