კაააით რა ხალხო, ისედაც მენატრება ჩემი ქმარიიი და ეს რეები დაგიწერიათ გულ მუცელი ამიჩუყდა

)
(მეძინა და მისმა ზარმა გამაღვიძა, ამავსო ტკბილობებით და წავიდა, გავარდი ეხლაო)
მოკლეეედ მეც დავწერ როგორ მოხდა ყოლიფერი

1 წელი ვიცნობდი როგორც ადამიანს, რომელიც იყო ჩემი მეგობრის
მეგობარი, (ეხლა ვამბობთ ხოლმე სად დავკარგაეთ ეს 2 წელიო

)
მერე ამ მეგობარს ერთ საღამის სკაიპში ველაპარაკებოდი და უცებ ესეც ჩასვა ქონვერსეიშენში,
იმ ღამეს მაგრად ვიხალისეთ სამივემ, 1 რამაც თავში გამიარა იყო მისი იუმორი, ძააალიან მაგარი იუმორი.
მერე ამან ცალკე დამიმატა,
და წავიდააააააააა სკაიპ მეგობრობა კაი ხანი.,
მაშინ მყავდა მე ბიჭი ვისაც ვხვდებოდი. ნუ ეგრეთ წოდებული შეყვარებული,
რომელზეც ამბებს ამას ვუყვებოდი
ძააან ეჭვიანი იყო ის და ეს რჩევებს მაძლევდა ძაან კაცის პონტიდან, და თან მანიშნებდა ხოლმე დაახვევინეო.
ერთ საღამოს ჩემა მეგობრამ დამირეკა ბარში პეროვზე ნალში ვართ და მოდიო მე მივედი ამ ბიჭთან ერთად.
ესეც იქ იყო და გავაცანი

:D
იმ დღეს ვიგრძენი მის რაღაცნაირი მზერა, მოწყენილი სახე ცოტა
ხოოოდა მე მაშინ ვიფიქრე კიდევაც ეს ბიჭი კაი შეყვარებული იქნებათქო

))))
ამ შეხვედრის მერე, მორიგი აშარების შედეგად დავშორდი იმას და ეგრევე დავიწყე ამასთან შეხვედრები
ამ დროს იყო ჩემს ცხოვრებაში სამსახურში კარიერის პიკი, მაგ დროს დამაწინაურეს და ჩამაბარეს ტრენინგების ტარებბა,
სრულიად ამომაგდო კალაპოტიდან, მათენებინებდა ღამეებს, გავრბოდი შესვენებაზე 2 საათი ამის სანახავად,
იმენა თავზე ხელ აღებულ ქალაად მაქცია.
2 თვეში უკვე კაი ბლომად შეყვარებულები ვიყავით

)
მერე იყო საფეხბურთო მმაჩების საყურებლად იტალიის ფანკლუბში სიარული,
სადაც გავიცანი მთელი მისი სამეგობრო და კიდე დიიიიდი პლიუსი ამაში მის მეგობრებში მიემატა.
დედდაჩემის თხოვნით დავგეგმეთ ნიშნობა. 10 აგვისტოს.
ნოშნობამდე სახლი ვიქიარვეთ, მოვაწყეთ,
ნიშნობას უბრალოდ ფორმალური მხარე ქონდა მშობლების გასაცნობად, თორე ნოშნობის მეორე დღეს ერთად იმ ჩვენ ნაქირავებ სახლში გადავედით
ამ დროს იყო ომი და მის გარეშე გატარებული 3 დღე, შიშით და ტელევიზორთან ჩახუტებული,
მაშინ მივხვდი ყველაზე მეტად რომ ესაა ის ადამიანი ვის გევრდით ყოფნა არ მომბეზრდება არასოდეს,
ვინც ჩემი აი ზუსატდ შესაფერისი მეორე ნახევარია.
ვინც მიყვარს ისე რომ აიიიი ეხლა მისი სუნამო გავასხი

28 სექტემბერს ჯვარი დავიწერეთ, ამაღლების ტაძარში, სოლოლაკში. და პატარა ქორწლი გადავიხადეთ სადაც მხოლოდ ახალგაზრდობა იყო.
ასტეა ჩემი ამბავი

აუუ ეხლა უფრო მეტად მომენატრა