განსაკუთრებით ვირუსებზე ანალიზი და მკურნალობა ჯდება კატასტროფულად ძვირი
... ჰორმონები ხომ საერთოდ.
ასე რომ მესმის შენი მეგობრის

მე მყავს მეგობარი ისეთ დღეშია ლამის 1 თვე აქვს დენა,
მისული იყო როგორც იქნა ეხო გადაიღო აღმოაჩნდა მიომა და კიდევ ათასი წვრილ-წვრილი პროლემები,
მაგრამ მაგის იქეთ ვერ მიდის იმიტომ რომ 2 შვილი ყავს, ქმარს გაშორდა
კი მუშაობს მაგრამ ეს ფული თვიდან თვემდე არ ჰყოფნის.
პლიუს რატომღაც თუ ყველაზე ძვირიანი პაკეტი არ გაქვს არც ერთი სადაზღვევო
არ ანაზღაურებს გინეკოლოგიური გამოკვლევა/მკურნალობის ხარჯებს - მაგარი მარაზმია!
მოკლედ ჯანდაცვის სისტემა გვაქვს
ნაგავი!

... არც ერთი ქვეყანაში (აფრიკას თუ არ ჩავთვლით) არ არის ესეთი ხშირი
ონკოლოგიური დაავადებები ქალებში.
ძალიან ხშირ შემთხვევაში შეიძლება ამ დაავადების პრევენცია,
ანუ ძირითადად ქალებში გვხვდება მკერდის და საშვილოსნოს ყელის კიბო,
ერთიც და მეორეც საწყის ეტაპზე საკმაოდ იოლი სამკურნალოა, განსაკუთრებით
საშვილოსნოს ყელის კიბო.
აუცილებელია ქალმა 1ხელ მაინც გაიკეთოს პაპ-ტესტი, თუ აქვს ეროზია მიხედოს,
პერიოდულად (წელიწადში 1ხელ მაინც) იაროს ვიზიტზე გინეკოლოგთან და მიხედოს
პატარ-პატარა პრობლემებს. აი ამ წესების დაცვის შემთხვევაში უკვე მინიმალური რისკია
საშვილოსნოს ყელის კიბოსი.
მოკლედ ამ ქვეყანაში ქალები ყველას ვკიდივართ!

... თუ არ გაქვს ფული შეგიძლია შენი ხელით გათხარო 2 მეტრი და ჩაწვე, არავინ თავს არ შეიწუხებს,
არადა ეს ქვეყნის სირცხვილია და უნდა ზრუნავდნენ რომ ესეთი პრიმიტიული მიზეზებით არ ვიხოცებოდეთ.
პ.ს. ბოდიშით მონოლოგისთვის, მაგრამ მართლა გული მტკივა ამ სიტუაციის გამო
რაც დღეს არის ჩვენს ქვეყანაში.