pipaრა მაგის პასუხია და დღეს ჩემს დედამთილს გავეპარე სახლიდან

დილით გადავწყვიტე, ბაბუაჩემს ვანახებ დუდუს თქო, ხოდა დედამთილმა 40 დღემდე არ შეიძლება ბავშვის აქეთ იქით ტარებავო

ვიფიქრე, მოვუკერო ახლა როჟა და რამე სწერვობა ვუთხრა, თუ მოვკეტო თქო,
ხოდა მოვკეტე, მოვიფიქრებ თქო, ვთქვი.
წავიდა სამსახურში, ჩვენ მოვიკაზმეთ და წავედით ტაქსით საბურთალოზე,
მერე ოთომ გამოგვიარა და წამოგვიყვანა.
ოთო გავაფრთხილე, არ უთხრა, რომ გასულები ვიყავით, ეწყინება თქო

კაიო

სერია მეორე: (ტო ესწ პირველი)
სამშობიაროში რომ ჩავიყვანე დუდუ და ჭიპი მოაძრეს, დაურეკა ოთომ და უთხრა ეს ამბავი, ერთი ამბავი დაგვაწია, ჭიპი რატო დატოვეთ, არ შეიძლებაო

მერე დედაჩემს ვკითხე, რატო არ შეიძლება თქო, ხოდა ასე მითხრა, ეხლა არ ვიცი და შენ რომ დაიბადე, უნივერსტეტის და სამედიცინოს ეზოებში ჭიპების გორები იდგაო

თურმე სადაც გადააგდებ ამ ჭიპს, "იქაური" გამოვა შენი შვილი.
ამ ლოგიკით ჩემი შვილი კარგ ვარიანტში გინეკოლოგი იქნება, ცუდ ვარიანტში მენაგვე (ნაგავში ჩააგდეს ჩვენი ჭიპი

)
ამ რაღაცეებს ცოტა ლაითად თუ არ შევხედე, გავგიჟდები მე

რავარია, დედამთილს რომ გაეპარები სახლიდან

40 დღემდე რამდენი გასვლა მომინდება, იმდენი ასე ჩუმად უნდა გავიდე სახლიდან