2 დღე ინტერნეტი არ მქონდა და ვეღარ შემოვედი, მომენატ5რეთ ყველანი გოგოებო
ჩვენ უკვე 1 თვის გავხდით და 5 კილომ ვართ, ანუ მატება 1,100.
რძე დამიცოტავდა, დამიცოტავდა და ფაქტიურად გამიქრა და სულ ხელოვნურზე გადავიყვანე 2 დღეა, ბოლო 1 კვირა ნელნელა მივაჩვიე და ახლა გადავიყვანე და დავისვენე, ფაქტიურად აღარ ჭირვეულობს, ტკბილად სძინავს. როგორც მივხვდი ეს იმის ბრალია რომ დანაყრებულია, ბოლო დროს კი ას ყოპნიდა რძე და მეც პედიატრის რჩევით (მოვა რძე ბოლო-ბოლოო) ოცხალი თავით არ მივეცი ხელოვნური.
ვაჩმევ ნუტრილონს და ძალიან კმაყოფილი ვარ.
გაზებს რაც შეეხება ნორმოკიდი შევუცვალე ინფახოლით და აშკარად შედარებით ნაკლებად აწუხებს (მითუმეტეს ხელოვნურზე გადავიყვანე)
შევუხვალე ბოთლის სოსკაც. baby-nova-ს 0-3-თვემდე რძის სოსკა ვუყიდე, ისეთი ფორმის არის რომ ბავშვს წოვისას ჰაერი აღარ ეპარება როგორც არ უნდა ჩაუდო სოსკა.
მოკლედ ამ ყველაფრის დამსახურებაა მემგონი ის რომ გაზები ნაკლებად აწუხებს და კარგად სძინავს ღამე.
კიდევ აფთიაქში აღმოვაჩინე ჩანთა-თერმუსი.
ჩადებ ბოთლის იმ ტემპერატურის წყლით რაც საჭიროა საჭმლისთვის და 6 საათი ინარჩუნებს ტემპერატურას, ხოდა გუშინ 12-ზე ვაჭამე და დაიძინა, მერე 5-ზე გაიღვიძა ტირილით (შიოდა მაგრად ) ეგრევე ამოვიღე ბოთლი, ჩავყარე ნუტრილონი და 1 წუთში მზად იყო, ჭამა და 9-მდე ისევ დავიძინეთ

ხოდა ძალინ ბედნიერი და გამოძინებული ვარ დღეს, ნეტა ყოველი ღამე ასეთი იყოს