არ გაბედო 1 სამშობიაროში მშობიარობა
1 თვის წინ ჩემმა მეგობარმა გააჩინა და კინაღამ მოკვდა გოგო, ისე გაუჭირდა და დიდად არც არავინ აქცევდა ყურადღებას.
არადა ფასიან განყოფილებაში იწვა. 1 კვირით დაუვიანდა მშობიარობა დათქმულ თარიღთან და დამაჩქარებლებით გააჩენინეს.
ყელი არ ეხსნებოდა და 5 ნაკერი დაადეს იმხელაზე ჩაჭრეს.
არადა დოლისაც ხომ დაუგვიანდა მშობარობა მაგრამ დამაჩქარებლები არ დასჭირვებია.
ამისმა ექიმა კიდევ გაიგიჟა თავი, მოდი სასწრაფოდ და გაგაჩენინებო

გაუტკივარება გაუკეთეს, მაგრამ ეტყობა ანასტეზიოლოგი არ უვარგათ, რადგან ბოლომდე არ გაუყუჩდა და ეხლაც სტკივა ხერხემალი.
თუ დავიხარე ძლივს ვსწორდები და ეს ამინდებიც რომ შეიცვალა სულ გამაგიჟა ტკივილმაო

ისედაც არ მომწონდა ეგ სამშობიარო, დიდად არავინ აქებს და ეხლა ხომ საერთოდ.
რა ვიცი შენ გადაწყვიტე საბოლოოდ, მაგრამ მე მთელი გულით არ გირჩევ