დრო რომ მექნება, ყველა პოსტს ჩამოვუვლი და სათითაოდ გეტყვით მადლობას გამხნევებისთვის და თანადგომისთვის..

რაღაცნაირი "ზურგია" აქაურობა, "ჩემიანების" განცდა მაქვს,
არ დამიჯერებთ, მაგრამ დუდუ რომ დავინახე, გავიფიქრე, ნეტა შემეძლოს, უცებ ფორუმზე დავპოსტო და ყველას ვუთხრა, რა ბედნიერი ვარ თქო

))
სხვებისთვის გაზიარების სურვილი მქონდა ჩემი ემოციების და ეს "სხვები" რატომღაც აქაურები აღმოჩნდნენ..

))
ძალიან მიხარია, რომ სახლში ვარ,
ვეღარ ვძლებდი იქ და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ისევ ზედ გვაქვს ჭიპლარი, მაინც კარგია, რომ გამოგვიშვეს,
აღარ შემეძლო იქ ყოფნა.
მოვედით,
ცოტა დაფეთებულები ვართ, ეხოზე რომ გაგვიშვეს, არტერიული და ვენური სისხლი ერევა ერთმანეთს, წესით უკვე დახურული უნდა იყოს რაღაც არხი, რომელიც არ არის დახურული სავარაუდოდ,
თუმცა უკეთესობისკენ არის ტენდენცია, იმიტომ რომ რაღაც აპარატით ზომავენ სისხლში ჟანგბადის რაოდენობას, თუ არ ვცდები, და თავიდან 86% იყოო, მერე 90, დღეს უკვე 92 და მეტი,
მე დღეს მითხრა პედიატრმა ეს ამბავი და გული დამიმძიმდა რაღაცნაირად,
წარმოვიდგინე, რომ ჩემს ბაიას პაწაწუნა გულში რაღაცა შეიძლება უჭირდეს და კინაღამ გავგიჟდი..

გარეგნულად არანაირი ნიშნები არ აქვს, არც ლურჯდება, არც არაფერი,
სხვა მხრივაც აბსოლუტურად ჯანმრთელია,
ამაზეც გვითხრეს, შეიძლება თავისით შეხორცდეს ამ 2 3 დღეში და არც არაფერი არ იყოსო, მაგრამ მაინც უნდა გადავამოწმოთ..
ხოდა ეკლებზე ვზივართ მე და ოთო.. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება..
ჩვენი ოთახი მორთული დაგვახვედრა მამიკომ

ბუშტები და გირლიანდები კიდია ჭერში..

სახლში სტუმრები გვყვავდა, მაგრამ ყველა კარგად იქცეოდა

მოკლედ, ამ თემაში ყველას დიდი მადლობა,
მოგონებებში დავწერ ჩემს მოგონებებს

და სამშობიაროებში ჰერაზე რეკომენდაციებს

ესეც მე და დუდუ სამშობიაროში დღეს დილით: