არ მჯერა, რომ ამ თემაში ვპოსტავ დედის ამპლუაში

მოკლედ, როგორც მოგეხსენებათ ჩემმა უტამ თავისით გამოძრომა არ ინება და როგორც დაგეგმილი გვქონდა ორშაბათს, 10 მაისს 11 საათზე მივედი მენთან. გამსინჯეს, თითნახევარზე ხარო ისევ გახსნილიო, ბავშბის თავი ჯერ კიდევ არააო ბოლომდე მენჯში ჩამოსულიო. თვითონ დალიც (მეანი) გაკვირვებული იყო. მენსტრუაციის თარიღი ხო არ გეშლებაო

მოკლედ გადავწყვიტეთ გადამეღო კიდევ ერთხელ ექო, მერე ექოს პასუხით შემოდიო და ერთად მოვიფიქროთ რა ვქნათო. იქვე ჰერას ექოსოპისტთან შემაგზავნა. მოკლედ დასკვნაში დამიწერა ამ კაცმა, პლაცენტის სრული მომწიფება + გადამწიფების ნიშნები, შემღვრეული სანაყოფე წყლები (ბავშვი უკვე იმხელა იყო, რომ მეკონიუმზე გადიოდა მუცელშივე), მოსალოდნელი დიდი ზომის ნაყოფი, სავარუდო მასით 3.800 კგ და ყელის შიდა პირის სრული გახსნა. ანუ ყელი მხოლოდ გარედანააო დახურული, შიგნიდან მთლიანად გდახსნილიაო და წესით მალე აგტკივდებაო. ხო გარდა მაგისა, ნაყოფის ფილტვის სიმწიფის ხარისხიც 3 იყო უკვე (ანუ მთლიანად მომწიფებული). თავი ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე ჩამოსული.
გამოვედი ამ პასუხით და შევედი ჩემს მეანთან. გადახედა ექოს დასკვნას, მშვიდად ამომხედა და საკეისრო გავიკეთოთო. რადგან ექო გვიწერს ამხელა ზომის ნაყოფს, + შემღვრეულ სანაყოფე წყლებს, + პლაცენტის გადამწიფებას და შენც პირველი ხარისხის ვიწრო მენჯი გაქვს, არ მინდა გავრისკოო. დავეთანხმე მაშინვე. ვიცოდი, რომ დალი ასე ხელაღებით საკეისროზე არ გამაგზავნიდა, მართლა რაღაც რისკები რომ არ ყოფილიყო. დედაჩემს და ჩემს ქმარს ფერი შეეცვალათ, არ მოელოდნენ რომ ასე უცებ დავთანხმდებოდი. მოკლედ დალიმ წადი ახლა სახლშიო, ხვალ დილით მოდი უზმოზე და გავიკეთოთ საკეისროო, დღეს უბრალოდ ანესთეზიოლოგს დაელაპარაკეო. მეთქი დღესაც არაფერი მიჭამია, დილით 8 საათზე მაქვს ერთი ჭიქა წვენი დალეულითქო, ამაზე სულ გადაირივნენ ჩემები

დაურეკა დალიმ ანესთეზილოგს და კითხა, დაგეგმილი თუ არაა რამე ოპერაცია საკეისრო მაქვს გასაკეთებელიო. კი ბატონოო, ერთი საკეისრო იყო 12 საათზე დანიშნიული და მაგის მერე შემიძლია გავაკეთოო. შევთანხმდით რომ სპინალური ანესთეზიით გავიკეთებდი. გამოვედი დალის კაბინეტიდან და მიყურებენ დედაჩემი და ჩემი ქმარი პირდაღებულები. არ მოელოდნენ მოვლენების ასეთ რადიკალურ შემობრუნებას. მე მაინც დასარჩენად ვიყავი იქ მისული, ისე რომ გამზადება არაფრის აღარ მჭირდებოდა და ეგრევე შემიყვანს შიგნით.
ჩამაცვეს იქაური ხალათ-პერანგი, გამიკეთეს ოყნა (კოშმარი იყო

), შეავსეს რაღაც საბუთები, ანესთეზიოლოგმა გამიკეთა ლიდოკაინზე სინჯი და გამომიშვეს გარეთ, აქ რატო უნდა ელოდო, ბარემ შენებთან დაჯექი გარეთო და ჩვენ თვითონ დაგიძახებთო. ეს ხდებოდა დაახლოებით პირველის ნახევარზე. მაგ დროიდან 2 საათამდე ვიჯექი გარეთ, და ჩემებს ვექაქანებოდი. ძალიან კარგ ხასიათზე ვიყავი, ვიცოდი მალე დათავრდებოდა ეს 9 თვიანი ლოდინი და უტას ჩავიხუტებდი. დედაჩემს თავი ასტკივდა ნერვიულობისგან, სასტიკად არ უნდოდა სპინალურით გამეკეთებინა, განიცდიდა ძალიან.
2 საათზე გამოვიდა ექთანი და შემიყვანა შიგნით. საოპერაციოში დამაწვინეს მაგიდაზე, ფეხებზე შემომახვიეს ელასტიური ბინტები, ჩამიდგეს მარჯვენა ხელში ვენის კათეტერი, მარცხენაზე მომარგეს წნევის მანჟეტი და დამიწყეს გადასხმა. ამასობაში ანესთეზიოლოგმა გაამზადა ყველაფერი, წამომაჯინეს საჭირო პოზაში და გამიკეთეს გაუტკივარება. საერთოდ არ იყო ნემსი მტკივნეული. ოღონდ შიგნით კათეტერი არ ჩაუდგამთ. არ ვიცი ეს საერთოდ ასე ხდება სპინალურის დროს, თუ მარტო ჩემ შემთხვევაში გააკეთეს ასე, მაგრამ შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე (რომლითაც ამ თემას არ დავამძიმებ და სამშობიაროს თემაში დავწერ), ამ ფაქტმა დიდი გავლენა იქონია.
მოკლედ ნელ ნელა ვიგრძენი გაბუჟება ფეხებში. იყო ზუსტად 3-ის ნახევარი ანესთეზია რომ გამიკეთეს და 4-ის 15 წუთზე შემოვიდა ექიმი საოპერაციოში. მანამდე მე და ანესთეზიოლოგმა, მარიკამ (უმაგრესი ქალი), ვიქაქანეთ ბევრი. ხო შარდის ბუშტის კათეტერიც უკვე გაუტკივარებულზე ჩამიდგეს და არაფერი გამიგია.
ექიმი რომ შემოვიდა, ჯერ გამომელაპარაკე, ხო კარგად ხარო, რამე დიკომფორტს ხო არ გრძნობო, ფეხის თითები მოხარეო მთხოვა, მაგრამ თხოვნა ვერ შევუსრულე

მერე ჩაიცვა, ხელი დაიბანა, ჩემს წინ ჩამოაფარეს ნაჭერი და დამიწყეს მუცლის იოდით დამუშავება. ამ დროს იყო უკვე 4-ის 25 წუთი.
ოპერაციის განმავლობაში ყველაფერი მესმოდა, გავიგონე როგორ უთხრა დალიმ ასისტენტს, ნახე რამხელა სისხლძარღვია საშვილოსნოზეო, მერე კიდევ რაღაცეები გადაულაპარაკეს ერთმანეთს და მითხრეს, ახლა სიცარიელეს იგრძნობ მუცელში, ბავშვი უნდა ამოვიყვანოთო. აი მაგ დროს მომენტალურად ამივარდა წნევა მაღლა, პულსი 150 გამიხდა, ცრემლები მომაწვა, დავძაბე მთელი სხეული, მინდოდა კარგად შემგრძნო ეგ მომენტი და უცებ მართლა ვიგრძენი რაღაც სიცარიელის მსგავსი მუცელში და თითქოს ცივი ჰაერი ჩავიდაო მუცლის ღრუში ისეთი გრძნობა მქონდა. მივხვდი რომ დამთავრდა ყველფერი, რომ უტა უკვე მუცლის გარეთაა, რომ ის უკვე მოევლინა ამ სამყაროს და რომ მე უკვე დედა ვარ და ამ ფიქრებში ვიყავი ბავშვის ტირილიც რომ გავიგე.... ახლაც გული ამიჩქარდა გახსენებაზე.... ტიროდა მთელი ხმით, ღონივრად და ხმამაღლა, ჯერ მხოლოდ ხმა მესმოდა, ვერ ვხედავდი და უკვე უბედნიერესი ვიყავი. რამდენიმე წამში მისთვის გამზადებულ მაგიდაზე დააწვინეს, ახლა უკვე ვხედავდი კიდეც. პატარა, სველი, თეთრი საცხით დაფარული, ფეხები ლურჯი ქონდა, სახე უკვე ვარდისფერი. ტიროდა, ტიროდა, ტიროდა მთელი ძალით და მეც ავყევი ტირილში, ოღონდ მე ძალიან ჩუმად ვტიროდი, ხმადაბლა, ვიფიქრე არ ეგონოთ რომ ცუდად ვარ, ჩემ ტირილზე ბავშვს არ დაანებონ თავი და მე არ მომცვივდეს ყველათქო. გაამშრალეს, პედიატრმა ხელში აიყვანა შორიდან დამანახა და გაყავდა, ხმის კანკალით ვთხოვე ხელი მომაკიდებინეთთქო, მომიყვანეს და მარჯვენა ხელზე შევეხე, თბილი იყო ძალიან, რბილი და რაღაცნაირი ხავერდოვანი, თითებზე მოვეფერე და წაიყვანეს...
დანარჩენი უკვე წვრილმანებია და უფრო ალბათ სამშობიაროს თემს ეხება და დავპოსტავ კიდეც იქაც...
უტა რომ გაიყვანეს და საათს შევხედე, 15 საათი და 33 წუთი იყო, ზუსტად 4-ის ნახევარზე გაჩნდა ჩემი შვილი.
6 საათზე პალატაში შემომიყვანეს, გაკოჭილი, თავზე ვარდისფერი (

) ქუდით და მომიწვინეს გვერდით...
ეღვიძა, ფართოდ გახელილ თვალებს არ მაცილებდა და პირდაპირ თვალებში მიყურებდა... იმდენად ალალი და სუფთა იყო ეს მზერა, თვალს ვერ ვუსწორებდი, უბრალოდ თვალები დავხუჭე და სახეზე ვეფერებოდი და ვგრძნობდი რაღაც აქამდე უცნობი ემოციით რომ მევსებოდა გული... არა, გული არა! მთელი სხეული...
დაახლოებით 10 წუთი ვიწექით ასე, ის მიყურებდა, მსწავლობდა, მე უბრალოდ ვეფერებოდი და ვიმეორებდი "უტა, დედა...მიყვარხარ"
მერე პირი ააცმაცუნა, ძუძუს დაუწყო ძებნა, მიჭირდა მოძრაობა, მაგრამ მაინც გადავბრუნდი მარჯვენა მხარეს, ვეცადე მოეწოვა მაგრამ არ გამოუვიდა, ვატყობდი, რომ ჩემი ბრალი იყო. ორსულობაშიც მარცხენა ძუძუდან ძალიან ცოტა მომდიოდა ხსენი, მარჯვენადან იცოცხლე. ვიფიქრე, ეგებ მარჯვენა ძუძუ მოწოვოსთქო. გადმოვბრუნდი მარჯვენა მხარეს, ეს იყო საშინელი ტკივილი, დაახლოებით 5 წუთი მოვუნდი გადმობრუნებას, თან ბავშვი მეჭირა ხელში, როგორც იქნა მოვთავსდი, მოვიწვინე გვერდით და ვაჭამე. პირველივე ყლუპი ისეთი ხმაურით გადაყლაპა

10 წუთი წოვდა და ძუძუზევე დაეძინა. ცოტა ხანში ექთანი შემოვიდა და გადაირია, როგორ გადაბრუნდიო, ჯერ წესიერად ფეხებს კიდევ ვერ ვგრძნობდი და + ამას საშინლად მტკიოდა და მიხურდა მუცელი.
ჯერ არ გაიყვანოთთქო ვთხოვე ექთანს და კი ბატონოო. და აი უკვე მძინარე დავათვალიერე კარგად, შევხედე როგორი იყო, ვტკბებოდი როგორ სუნთქავდა, რაღაც საოცარ მიმიკებს იღებდა ძილში, ხან იღიმოდა (მამამისს გავდა მაგ დროს), ხან კოპებს კრავდა, ხან გაოცებული სახე ქონდა, ხან შეშინებული. წუთის განმავლობაში დაახლოებით 10 მიმიკას იცვლიდა

ვუყურებდი და მეღიმებოდა, პატარა არსებაზე, რომელიც რამდენიმე საათის წინ მუცლიდან მიბრაგუნებდა, ახლა კი ჩემივე რძით გამძღარი, მკლავზე მეწვინა და ეძინა.....
იმ ღამეს კიდევ 2-ჯერ შემომიყვანეს საჭმელად, დილით ფეხზე ამაყენეს. პირველ ცდაზე 10 ნაბიჯი რომ გადავდგი, თავბრუ დამესხა, მერე 1 საათში კიდევ ავდექი და იმის მერე აღარც ჩავწოლილვარ თითქმის, სულ ფეხზე ვიყავი და უტაც სულ ჩემთან იყო...
ალბათ უფრო დაწვრილებითაც შეიძლებოდა დეტალების მოყოლა, მაგრამ ვთვლი, რომ ეს ცოტა წასაკითხად მძიმეს გახდიდა ამ პოსტს... მირჩევნია ასეთი დეტალები სამშობიაროს თემაში დავდო... მოკლედ იქ გელოდებით