მეც მოვედი...
ჩემი დაჩი უკვე 11 დღისაა და მოვიცალე ცოტა რო დავწერო ჩემი შთაბეჭდილებები
მშობიარობიდან 1 კვირით ადრე ამირან ქორიძემ დამინიშნა საკეისროს რიცხვი, ჩემი თხოვნით ავირჩიეთ 15 მაისი, შაბათი.
მთელი კვირა მშვიდად ვიყავი, მზად მქონდა ყველაფერი, ოთახიც მოწყობილი და ბავშვისთვის ყველაფერი ნაყიდი, ამირანმა გამაფრთხილა არაფერი მოიტანოო, არაფერი დაგჭირდებაო, მაგრამ რა მომასვენებდა 1 პატარა ჩანთა მაინც ჩავალაგე.
პარასკევს ღამე კარგად მეძინა, დილით ძალიან ავნერვიულდი, ყველაზე მეტად მეშინოდა რო გამოვხიზლდებოდი და რო ეთქვათ რო პატარას რამე ჭირს..

მოკლედ სახლიდან გასვლის წინ გამოვიტირე თავი და ბავშვი

ანდერძი დავტოვე, და წავედით 11-ისთვის სამშობიაროში, მარტო მე ჩემი ქმარი და მშობლები
მანამდე გამაფრთხილეს რო ალბათ 2-მდე პროცედურები იქნება და არ ინერვიულოო ზევითო.
მივედი სამშობიაროში, ამიყვანეს პალატაში, პალატა ე3ზოში გადიოდა და ჩემებს თავისუფლად ვეკონტაქტებოდი, სანიტარიდან დაწყებული ექთნით და ექიმით დამთავრებული ყველა თბილად მომექცა. ჩამაცვეს პერანგი, მომცეს ჩუსტები, გამიკეთეს ოყნა და შევედი ჩემს პალატაში მზად იმისთვის რომ მომიწევდა ერთი 3 საათი ლოდინი.
მერე ყველაფერი უცებ მოხდა, შემოვიდა ექიმი და მზად ხარო? კი მეთქი, ჩემებს ვერც ვუთხარი შევყავართქო, ტელეფონი პალატაში დავტოვე და წავედი ჩემი უზარმაზარი მუცლით,
დამაწვინეს, ჩემიდგეს კათეტერი, ცოტა მეტკინა, ვენაშიც კათეტერი გამიკეთეს და მუცელს იოდით თუ რაღაცით მიმუშავებდნენ,
მაშინ მივხვდი რო ძალიან მეშინია

ჩემი შიშები გავუზიარე ექიმს და პირველი რითაც გაგაღვიძებთ იქნება ის რომ ბავშვი ძალიან კარგად არისო

მერე მახსოვს ნუ ებრძვი...დაიძინე...
ერთ..ორი..სამი...გადავაწვინოთ...
და დერეფანში გავიგე ჩემი ქმრის და დედაჩემის ხმა...აბა დედიკო როგორა ხარო? მე კი ვამბობდი უი როგორ წვიმს:0 დასველდით ალბათთქო

მართლაც წვიმდა გარეთ

როგორ არისთქო ჩემი ბავშვითქო და ჩემმა ქმარმა ფოტო მანახა მობილურში
მერე ყველა გავიდა, მუცელზე ყინულები მედო და მაწუხებდა, მაგას ვწუწუნებდი და ძილბურანში ბავშვზე არც ვფიქრობდი

ექიმი რო შემოვიდა ვკითხე ხო ნამდვილად კარგად არისთქო ბავშვი
ჯერ არ შემოუყვანიათო? არამეთქი და 2 წუთში მოიყვანეს ჩემი დაჩი...გახვეული, მარტო სახე უჩანდა...აი თურმე როგორი ხართქო

ვერც მოვეფერე, ვუყურებდი და გასაოცრებული ვიყავი

მერე საღამოს შემომიყვანეს და ძუძუს ჩადება ცადა, პატარა და უსუსური იყო...ნიკაპი უთრთოდა..მეტმასნებოდა..და საოცარი სუნი ქონდა,უგემრიელესი.
მესამე დღეს მთელი ღამე გავათენე ისე მომენატრა, ერთი სული მქონდა გათენებულიყო და მოეყვანათ ჩემთან ჩემი დაჩი

პირობები ფანტასტიური იყო ჯანმრთელობის სახლში, პერსონალიც ძალინა კარგი, ყველაფრით კმაყოფილი ვარ, მაგრამ სულ რომ ძალინა ცუდი ყოფილიყო ალბათ ჩემი დაჩის სიყვალური თვალებს ყველაფერზე დამახუჭინებდა
მე მიყვარს ჩემი დაჩი!